![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
(აგრ. di-)
1. აწარმოებს 1) ზმნებს, რომლებიც ფუძით გამოხატული მოქმედების საპირისპირო მოქმედებას გადმოსცემენ: disaffirm უარყოფა; disjoin განცალკევება, გათიშვა; disown ʘ არ აღიარებს; 2) ზმნებს ზედსართავი სახელებისა და ზმნებისაგან, რომლებიც მიუთითებენ რაიმე თვისების დაკარგვას: disable უნარის დაკარგვინება; მწყობრიდან გამოყვანა; disbark ქერქის შემოცლა; disinherit მემკვიდრეობის გარეშე დატოვება; მემკვიდრეობის ჩამორთმევა; 3) ზმნებს, რომლებიც წოდების, ტიტულის და ა.შ. ჩამორთმევას აღნიშნავენ: disbar ბარისტერის კოლეგიიდან გარიცხვა; disfrock სასულიერო წოდების ჩამორთმევა; 4) არსებით სახელებს, რომელთაც ფუძით გამოხატული მნიშვნელობის საპირისპირო მნიშვნელობა აქვთ ან რომლებიც მიუთითებენ რისამე უქონლობას: disaffection უკმაყოფილება; dishonour სახელგატეხილობა; disunion გაყოფა; გათიშვა, განცალკევება; 5) ზედსართავ სახელებს, რომლებიც ფუძით გამოხატული თვისების საპირისპირო თვისებას გამოხატავენ ან მიუთითებენ რაიმე თვისების უქონლობას: disagreeable უსიამოვნო; discontinuous წყვეტილი; disobedient ურჩი; 2. გამოიყოფა სიტყვებში, რომლებიც გამოხატავენ დაყოფას, გამოყოფას, ნაწილებად დაშლას, მიმოფანტვას, გაბნევას: dismiss დათხოვნა; dismemberment დანაწევრება, დაშლა; დაქუცმაცება; 3. სიტყვას უძლიერებს უარყოფითობის მნიშვნელობას: disannul მთლიანად გაუქმება / ანულირება; ძირფესვიანად მოსპობა. |
||||
![]() |
![]() |
|||
| dirty bomb | disability |