1. 1) მოკვდომა (კვდება), გარდაცვალება; he died of hunger შიმშილით მოკვდა; he died of old age [of cancer] სიბერით [კიბოთი] გარდაიცვალა; he died by violence ის მოკლეს; to die by an enemy's hand ʘ მტრის ხელით მოკვდა; to die from / of / wounds ʘ ჭრილობებისგან მოკვდა; to die on the scaffold [at the stake] ʘ თავი მოჰკვეთეს; ჩამოახრჩვეს [კოცონზე დაწვეს]; to die in battle ʘ ბრძოლის ველზე დაეცა; he died a beggar მათხოვრობაში დალია სული; he died in poverty სიღატაკეში ამოხდა სული; he died a man ვაჟკაცურად მოკვდა; to die a hero's death ʘ გმირულად დაეცა; to die a natural death ʘ თავისი დღით / ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა; to die a violent death ʘ მოკლეს; he died an early death უდროოდ გარდაიცვალა; he died the death სიკვდილით დასაჯეს;
2) გადატ. (მო)კვდომა (˂მო˃კვდება); we died of / with / laughter / laughing / სიცილით დავიხოცეთ; he dies with curiosity ცნობისმოყვარეობა კლავს; you will die of boredom მოწყენილობა მოგკლავს;
3) გაქრობა (˂გა˃ქრება); the smile died on her lips ღიმილი პირზე შეაშრა; the secret died with him საიდუმლო საფლავში ჩაიტანა; great deeds cannot die დიად საქმეებს დავიწყება არ უწერია;
2. 1) გადაშენება (გადაშენდება), ამოწყდომა; the dinosaurs died out დინოზავრები გადაშენდნენ / ამოწყდნენ;
2) გახმობა (˂გა˃ხმება), დაჭკნობა; to die from lack of care მოუვლელობისგან გახმობა;
3. ინტერესის დაკარგვა (˂და˃კარგავს), გულის აცრუება; to die to the world ცხოვრებისადმი ინტერესის / ცხოვრების ხალისის დაკარგვა;
4. (for, to)
საუბ. წყურვილი (სწყურია);
≅ ერთი სული აქვს, სანამ ...; she is dying to learn the secret კვდება, ისე უნდა საიდუმლოს გაგება; he is dying for a drink ა) კვდება / სული მისდის, ისე უნდა დალევა; ბ) წყურვილისაგან კვდება / იღუპება; he is dying to see [to know] you ერთი სული აქვს, როდის გნახავთ [გაგიცნობთ];
5. : to die into smth. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა (გადავა); twilight died into dark დაღამდა;
6. 1) გაჩერება (˂გა˃ჩერდება); ჩაქრობა; the motor died ძრავა ჩაქრა; the wind died ქარი ჩადგა; the wine died ღვინოს სიმაგრე დაეკარგა, ღვინო გაწყალდა;
2) არსებობის შეწყვეტა (შეწყვეტს); გაქრობა; the day was dying დღე ილეოდა / იწურებოდა; their hopes have died იმედი გადაეწურათ / გაუწყდათ;
7. ამერ. სპორტ. საუბ. თამაშიდან გასვლა (გავა) ბეისბოლი;
▭ to die away 1) გულის წასვლა (მისდის), გონების დაკარგვა; I could have died away with fear შიშისაგან შეიძლება გულიც კი წამსვლოდა;
2) მისუსტება (მისუსტდება), მიწყნარება, მიჩუმება (ითქმის ხმის, ხმაურისა და ა.შ. შესახებ); ჩადგომა (ითქმის ქარის შესახებ); the sound of music died away მუსიკის ხმა შეწყდა; the sound of the voices died away ხმები მიწყდა; the noise of the train died away მატარებლის გრუხუნის ხმა თანდათანობით მიწყდა; their enthusiasm died away ენთუზიაზმი გაუქრათ; the wind died away ქარი ჩადგა; the flame died away ალი ჩაქრა;
3) (into) რაიმეში გადასვლა (გადადის), გადაზრდა; the thunder and lightning died away in heavy rain ჭექა-ქუხილს კოკისპირული წვიმა მოჰყვა;
4) (with) რაიმესთან შერწყმა (˂შე˃ერწყმება);
to die back გახმობა (˂გა˃ხმება) ითქმის ყლორტების / ამონაყარის წვეროდან ძირითად შტომდე გახმობის შესახებ;
to die down 1) გახმობა (˂გა˃ხმება), დაჭკნობა; flowers died down ყვავილები დაჭკნა; plants [leaves] died down ფოთლები [მცენარეები] გახმა;
2) მიწყნარება (˂მი˃წყნარდება), ჩადგომა; the fire is dying down ცეცხლი ქრება; she waited until the laughter died down მოიცადა, სანამ სიცილი მიწყნარდა; the storm has died down ქარიშხალი ჩადგა; the shooting died down სროლა შეწყდა; their curiosity died down მათი ცნობისმოყვარეობა ჩაცხრა; the excitement died down აღელვება დაცხრა;
3) = to die back;
to die off 1) ამოწყდომა (ამოწყდება); the deer in the forest died off from disease ავადმყოფობისაგან ტყეში ირმები ამოწყდა; the family died off მთელი ოჯახი ამოწყდა;
2) მიწყნარება (მიწყნარდება), ჩაწყნარება; the debate died off დებატები / კამათი შეწყდა;
to die out 1) გადაშენება (გადაშენდება), მოსპობა; გაქრობა; the tribe died out ტომი გადაშენდა; the candle died out სანთელი ჩაიწვა / ჩაქრა;
2) = to die away 2);
3) გეოლ. გამოსოლვა (გამოისოლება) ითქმის ძარღვის შესახებ; ჩაქრობა, მილევა (ითქმის ნაოჭის შესახებ);
4) ჩაქრობა (ქრება) ითქმის ძრავას შესახებ;
◇ to die game ʘ ბრძოლაში დაეცა, გმირულად დაიღუპა; to die dunghill ʘ ლაჩრულად მოკვდა; to die hard ʘ ძნელად გადადის / კვდება (ითქმის ჩვეულებების, შეხედულებებისა და მისთ. შესახებ); to die in one's bed ʘ თავისი დღით / ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა; to die in one's shoes / boots /, to die with one's shoes / boots / on ა) ʘ მოკლეს; ბ) ʘ მოვალეობის შესრულებისას მოკვდა; to die in harness ʘ მოვალეობის შესრულებისას მოკვდა; to die in the last ditch იხ. ditch I ◇; never say die! ≅ გულს ნუ გაიტეხ! გამაგრდი! სულით ნუ დაეცემი! a man can die but once ანდ. კაცს ერთხელ უწერია სიკვდილი; cowards die many times (before their deaths) ≅ მშიშარა ორჯერ მკვდარიაო; ლაჩარი დღეში ორჯერ კვდებაო; to die by one's own hand თავის მოკვლა; dying wish უკანასკნელი სურვილი; to one's dying day სიკვდილამდე.