1. მეურვე, მეთვალყურე, სუპერინტენდენტი (მრავალბინიანი კორპუსის, სკოლის ან სხვ. დაწესებულების, სასტუმროს და ა.შ. ტექნიკურ მომსახურებაზე, წვრილმან რემონტსა და დალაგებაზე პასუხისმგებელი პირი);
2. განსაკ. ამერ. 1) სახლის, მიწის ნაკვეთის, უძრავი ქონების და მისთ. დროებითი მეთვალყურე, დროებითი კომენდანტი (უპირატ. მეპატრონის არყოფნის პერიოდში);
2) რაიმეზე დროებით პასუხისმგებელი პირი;
3. განსაკ. ამერ. მომვლელი (ბავშვისა, მოხუცებულისა, ავადმყოფისა და მისთ.; აგრ. caregiver); she served as caretaker to the younger children ქალი პატარა ბავშვების მომვლელად მუშაობდა; I asked her caretaker if there was anything I could do to help მის მომვლელს ვკითხე, რამით დახმარება ხომ არ შემიძლია-მეთქი.