1. 1) სათამაშო კარტი, ბანქო (აგრ. playing card); court cards ფიგურული კარტები, ფიგურები ("ვალეტი", "ქალი" და "მეფე"); plain cards არაფიგურული / "უბრალო" კარტები ("ვალეტის", "ქალისა" და "მეფის" გარდა); trump card კოზირი, თულფი; a pack / ამერ. a deck / of cards კარტის დასტა; to lead a card კარტის ჩამოსვლა; to cut cards კარტის მოჭრა;
2) pl ბანქოს / კარტის თამაში; to play cards / მოძვ. at cards / კარტის / ბანქოს თამაში; let's play cards მოდით კარტი ვითამაშოთ; who wants to play backgammon? ვის უნდა ნარდის თამაში? I never win at cards! კარტის თამაშში ვერასოდეს ვიგებ / არასოდეს მიმართლებს! to play one's cards მოქცევა, თავის დაჭერა; to play one's cards well / right / ა) კარგად თამაში; ბ) შესაძლებლობის / არსებული სიტუაციის გამოყენება; საქმის გონივრულად წარმართვა; to play one's cards badly ა) ცუდად თამაში; ბ) შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, საქმის უჭკუოდ, სულელურად წარმართვა;
2. 1) ღია ბარათი; calling / visiting / card სავიზიტო / სადარბაზო ბარათი; postal card ამერ. ღია ბარათი; Christmas card საშობაო ბარათი; wedding card ქორწილზე მისაწვევი ბარათი; birthday card დაბადების დღის მისალოცი ღია ბარათი; library card მკითხველის სააბონენტო ბარათი; show / sample, pattern / card კომერც. ნიმუშების ბარათი; invitation card მოსაწვევი ბარათი; card of admission კრებაზე, საღამოზე მოსაწვევი ბარათი; appointment card ექიმთან ვიზიტის ბარათი; no cards სპეციალური მოსაწვევები არ იქნება (მინაწერი დაკრძალვის შეტყობინებაზე);
2) ბარათი (სავიზიტო, საბანკო და ა.შ.); an identity card პირადობის დამადასტურებელი მოწმობა / ბარათი; საიდენტიფიკაციო ბარათი; a plastic card პლასტიკური ბარათი; a credit [debit] card საკრედიტო [სადებეტო] ბარათი; to apply for a card საბანკო ბარათის შეკვეთა; to receive / to obtain / [to renew] a card საბანკო ბარათის მიღება [განახლება]; to produce [to issue] a card საბანკო ბარათის დამზადება [გაცემა]; I put the meal on my card საჭმლის ფული ბარათით გადავიხადე;
3. ბილეთი (საწევრო); Party card პარტბილეთი;
4. თხელი მუყაო; a piece of white card თეთრი მუყაოს ნაჭერი; the model of the building was made of card შენობის მაკეტი მუყაოსგან იყო დამზადებული;
5. კომპ. 1) ბარათი, ადაპტერი (სისტემურ ბლოკში ინტეგრირებული ან ჩასადგმელი ამა თუ იმ დანიშნულების ნაბეჭდი დაფა); a sound / an audio / card აუდიობარათი;
2) პერფობარათი;
6. მოძვ. რუკა; სქემა;
7. მაგნიტური კომპასის ციფერბლატი;
8. ამერ. განცხადება (გაზეთში); რეკლამა;
9. 1) პროგრამა (დოღისა და ა.შ.);
2) პროგრამის ნომერი;
10. მენიუ; ღვინოების ჩამონათვალი;
11. ფორმულარი, იარლიყი;
12. საუბ. ადამიანი; cool card თავხედი / კადნიერი ადამიანი; odd / queer strange / card ახირებული / უცნაური / თავისებური ადამიანი; loose card გარყვნილი ადამიანი; big / great / card "დიდი ვინმე", ბობოლა;
13. სლ. ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ერთჯერადი დოზა;
14. კარტის გაშლა (მკითხაობის მიზნით);
⌇ card game კარტის ესა თუ ის თამაში; card party კარტის თამაშში გატარებული საღამო; card player კარტის მოთამაშე; card table კარტის სათამაშო მაგიდა; card drawer საკატალოგო ყუთი; card file კარტოთეკა; card vote / voting / ხმის მიცემის სისტემა (უპირატ. ევროპულ პროფკავშირებში), რომლის დროსაც დელეგატის ხმების რაოდენობა განისაზღვრება იმ ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის მიხედვით, რომელსაც იგი წარმოადგენს; card account ფინ. საბარათე ანგარიში; card validity ბანკ. ბარათის მოქმედების ვადა;
◇ one's best / strongest / card ყველაზე კარგი საბუთი, "მთავარი კოზირი"; sure card ნაღდი საქმე; a house of cards ხუხულა, რაიმე არამყარი, არასაიმედო, ეფემერული; not on the cards რაც არ გიწერია, არ მოხდება; to hold the cards უპირატესობის ქონა; play a wrong card მცდარი ნაბიჯის გადადგმა; he counts on his cards იმედი აქვს, რომ გაუმართლებს; to throw / to fling / up one's cards ა) ჩანაფიქრზე / განზრახვაზე უარის თქმა; "თამაშიდან გასვლა"; ბ) ფარ-ხმლის დაყრა; ბრძოლაზე უარის თქმა; to have a card up one's sleeve ≅ ʘ კოზირი შემონახული აქვს; the cards are stacked against smb. ამერ. ≅ ბედმა უმუხთლა, საქმე მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა; the cards are stacked in favour of smb. ≅ ბედმა გაუღიმა, საქმე მის სასიკეთოდ შეტრიალდა; to speak by the card სათქმელის ზუსტად გადმოცემა; ნათქვამის აწონ-დაწონა; that's the card ეს სწორედ ის არის, რაც საჭიროა; to lay / to put, to stake / everything on one card რისკზე წასვლა, რისამე საფრთხეში ჩაგდება.