Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

can¹ verb
[kæn (სრული ფორმა): kən, kn (რედუცირებული ფორმები)]
Print
(could; უარყოფითი ფორმა cannot, can't; II პ. აწმყო დრ. მხ. რ. მოძვ. canst) გამოხატავს

1. 1) შეძლებას, ობიექტურ შესაძლებლობას ʘ შეუძლია, ძალა შესწევს; I can do it მე შემიძლია ამის გაკეთება; it can be done at once ეს ახლავე / დაუყოვნებლივ შეიძლება გაკეთდეს; can you see him? თქვენ მას ხედავთ? he can't come to you tomorrow იგი ხვალ თქვენთან ვერ მოვა; it was so dark we could see nothing ისე ბნელოდა, რომ ვერაფერს ვხედავდით; you cannot go there by bus ავტობუსით თქვენ იქ ვერ მიხვალთ; I will help you all I can რითაც შევძლებ, დაგეხმარებით; she tried to lift the sack, but she couldn't ეცადა ტომარა აეწია, მაგრამ ვერ შეძლო; he could do no more, he was quite exhausted მეტი აღარ შეეძლო, გასავათდა, დაიქანცა; how can you tell? საიდან იცით? he reassured her as well as he could / as best he could / შეძლებისამებრ ანუგეშებდა / ნუგეშს სცემდა მას; he ran as quickly as he could რაც ძალი და ღონე ჰქონდა გარბოდა; make all haste you can! წუთი არ დაკარგოთ! იჩქარეთ!

2) ცოდნას, უნარს: I can swim მე ვიცი ცურვა; she can speak Polish პოლონური იცის; she can't cook მან საჭმლის კეთება არ იცის; can you drive? მანქანის ტარება იცი? can they translate such texts? შეუძლიათ მათ ასეთი ტექსტების თარგმნა? she can read and write მან იცის წერა-კითხვა; she can make her own dresses მას შეუძლია თვითონ შეიკეროს კაბები; he can learn anything with ease ის ყველაფერს იოლად ითვისებს, კარგი ათვისების უნარი აქვს; he can run very fast ის ძალიან სწრაფად დარბის; could he read when he was five? იცოდა მან კითხვა, როდესაც ხუთი წლისა იყო? children can be very trying ბავშვები ძალიან მომქანცველები არიან ხოლმე; he could walk twenty miles a day მას დღეში ფეხით ოცი მილის გავლა შეეძლო;

3) მორალური უფლების ქონას ʘ უფლება აქვს, შეუძლია; I can't very well accept this offer მე უფლება არა მაქვს მივიღო ეს წინადადება; I can hardly go away and leave you alone განა შემიძლია წავიდე და მარტო დაგტოვოთ? the Lower House alone can initiate financial measures მხოლოდ ქვედა პალატას აქვს უფლება / შეუძლია განსახილველად გამოიტანოს ფინანსური კანონპროექტები;

2. საუბ. 1) (კითხვით წინადადებებში) თხოვნას: can I read your book? შეიძლება თქვენი წიგნი წავიკითხო? can he go to the picnic? შეიძლება პიკნიკზე წავიდეს? can I have some more bread, please? თუ შეიძლება, პური გადმომაწოდეთ!

2) (მტკიცებითსა და უარყოფით წინადადებებში) ნების დართვას, ნების მიცემას: you can go now ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ; you can cross the street here ქუჩა აქ შეგიძლიათ გადაკვეთოთ; you can't park here აქ მანქანის დაყენება / პარკირება არ შეიძლება;

3. 1) (ჩვეულ. პერფექტულ ინფინიტივთან ერთად მტკიცებით წინადადებებში) ვარაუდს: he can have walked there, it is not far შესაძლოა, იქ ფეხით წავიდა, შორს არ არის / ახლოა;

2) (კითხვითსა და უარყოფით წინადადებებში) ეჭვს: can it be true? ნუთუ ეს მართალია? can he have meant it? ნუთუ ამას სერიოზულად ამბობდა? ნუთუ მართლა ამას გულისხმობდა? she can't have done it! ის ამას არ იზამდა / არ გააკეთებდა! do you think he can still be living? შენ გგონია, რომ ის კიდევ ცოცხალია?

camstone can² I

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0157