![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. ყვირილი (ყვირის); I thought I heard someone calling მომესმა, რომ ვიღაც ყვიროდა; he called after her მან მიაძახა მას; 2. დაძახება (დაუძახებს), ძახილი; მოხმობა, გაძახება; he is in the next room, call him ის მეზობელ ოთახშია, დაუძახეთ / გასძახეთ მას; did you call? მეძახდით? he called to her მან დაუძახა მას; 3. 1) ჩვეულ. pass ʘ ჰქვია; ეწოდება; she is called Mary მას მერი ჰქვია; this arrow is called a cursor ამ ისარს კურსორი ეწოდება; what is this thing called? რა ჰქვია ამ საგანს? what's her new novel called? რა ჰქვია მის ახალ რომანს? what do you call this flower? რა ჰქვია ამ ყვავილს? what do you call this in English? რას ეძახით ამას ინგლისურად? როგორ არის ეს ინგლისურად? 2) სახელის დარქმევა (˂და˃არქმევს); ამა თუ იმ სახელით მოხსენიება; his name is Richard but everybody calls him Dick რიჩარდი ჰქვია, მაგრამ ყველა დიკს ეძახის; he was called after his uncle მას ბიძამისის სახელი დაარქვეს; 3) რაიმეს წოდება (უწოდებს); ამა თუ იმგვარად დახასიათება (ვინმეს ან რაიმეს); I wouldn't call Georgian an easy language ქართულს ადვილად შესასწავლ ენას ვერ ვუწოდებდი; are you calling me a traitor? შენ მე მოღალატეს მიწოდებ? გინდა თქვა, რომ მოღალატე ვარ? 4. მოწვევა (˂მო˃იწვევს); დანიშვნა; to call a meeting [a press conference] კრების [პრესკონფერენციის] მოწვევა; to call Parliament პარლამენტის მოწვევა; to call an election არჩევნების დანიშვნა;
5. 1) დაძახება (დაუძახებს), მოხმობა, გამოძახება; he called the waitress over and ordered two beers მან ოფიციანტს დაუძახა და ორი (კათხა) ლუდი შეუკვეთა; 2) სიგნალის / ნიშნის მიცემა (აძლევს), გამოძახება; the ship was calling us by wireless გემი რადიოთი გვიძახებდა; 3) იურ. დაბარება (დაიბარებს), გამოძახება (სასამართლოში და ა.შ.); 6. (to, unto) 1) მოწოდება (მოუწოდებს); თხოვნა, ვედრება; to call to penance ეკლ. მოწოდება მონანიებისაკენ; he called to the gods ღმერთებს შეევედრა; 2) pass ʘ მოწოდებულია, მოწოდება აქვს; to be called to smth. ʘ მოწოდება აქვს რაიმესადმი; 7. გამოძახება (იძახებს); სიისა და მისთ. ხმამაღლა ამოკითხვა; when names were called სიის ამოკითხვისას; 8. გაღვიძება (აღვიძებს); it's too early to call him ჯერ ადრეა მისი გაღვიძება; 9. 1) გამოცხადება (˂გამო˃აცხადებს); to call a strike გაფიცვის გამოცხადება; to call the banns იხ. banns; you call now ბანქ. თქვენ აცხადებთ (ფერს, კონტრაქტს და ა.შ.); 2) ბანქ. წინა მოთამაშის მიერ ჩამოსული ფსონის გამეორება (˂გა˃იმეორებს) პოკერი; I will call your bet მეც თქვენსავით / იგივე ფსონს ჩამოვდივარ; 10. 1) (in, round, on, at) სანახავად მისვლა (მივა), მონახულება; სტუმრად წვევა; სტუმრად ყოფნა; შევლა (სადმე); I was out when he called როცა მან შემოიარა, მე შინ არ ვიყავი; I'll call later today დღეს მოგვიანებით გეწვევი; I called on Mr. Smith at his office მე მისტერ სმიტი მის ოფისში მოვინახულე; she called round for a chat მან სალაპარაკოდ შემოიარა; our new neighbours called at our house last week ჩვენი ახალი მეზობლები გასულ კვირას გვეწვივნენ; the Ambassador called on the Foreign Minister ელჩი ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრს; we are alone most of the time very few people call ჩვენ იშვიათად თუ ვინმე შემოგვივლის, მეტწილად მარტონი ვართ; 2) (in, at) შესვლა (შევა), შევლა (ითქმის გემის შესახებ); does this steamer call at Naples? ეს გემი ნეაპოლში შეივლის? 3) (in, at) გაჩერება (გაჩერდება) ითქმის ტრანსპორტის შესახებ; this train calls at all stations to London ეს მატარებელი ლონდონამდე ყველა სადგურში ჩერდება; few trains call here მატარებელი აქ იშვიათად თუ ჩერდება; 11. 1) ტელეფონით დარეკვა (˂და˃რეკავს, ˂და˃ურეკავს) ან ლაპარაკი; he called me from New York მან ტელეფონით დამირეკა ნიუ-იორკიდან; what time did she call? რა დროს დარეკა მან? we called them to say that ... ჩვენ მათ ტელეფონით შევატყობინეთ, რომ ...; did anyone call? ჩემთვის ვინმეს ხომ არ დაურეკავს? 2) ტელეფონით გამოძახება (გამოიძახებს, გამოუძახებს); to call an ambulance სასწრაფო დახმარების გამოძახება; to call a doctor ექიმის მოწვევა / გამოძახება; to call the police პოლიციის გამოძახება; I'll call you a cab ტელეფონით ტაქსის გამოგიძახებთ; 12. ჩათვლა (თვლის), მიჩნევა (მიაჩნია); do you call English an easy language? თქვენ ინგლისური ადვილ ენად მიგაჩნიათ? I call this a very good house ჩემი აზრით, ეს მშვენიერი სახლია; I call that a shame ჩემი აზრით, ეს აღმაშფოთებელია; they call it ten miles ითვლება, რომ ეს ათი მილია; he calls him his son მას თავის შვილად თვლის; ისე უყურებს, როგორც საკუთარ შვილს; the results of the conference are called satisfactory თვლიან, რომ კონფერენციამ სასურველი შედეგები გამოიღო; 13. შოტლ. 1) ნახირის გარეკვა (გარეკავს); გადატ. ვინმეს დაჩქარება, დაშურება; 2) ჩარჭობა (˂ჩა˃არჭობს), ჩასობა (ლურსმნისა და ა.შ.); 14. მონად. ჩიტების მიტყუება (˂მი˃იტყუებს); ▭ to call aside განზე გახმობა (გაიხმობს), განზე გაყვანა; to call away 1) გახმობა (˂გა˃იხმობს); he called the dog away მან ძაღლი გაიხმო; death called him away from his friends სიკვდილმა დააშორა თავის მეგობრებს; 2) საუბ. ტყუილუბრალოდ / ამაოდ ძახილი (იძახის); go on, call away, I shall not come მიდი, რამდენიც გინდა იყვირე, მე არ მოვალ; to call back 1) დაძახება (დაუძახებს), უკან მოხმობა; the mother called the child back დედამ შინ მოუხმო ბავშვს; 2) სიტყვის უკან წაღება (წაიღებს); 3) ბრძანების და ა.შ. გაუქმება (˂გა˃აუქმებს); 4) მოგონება (˂მო˃იგონებს); 5) ვინმესთან ტელეფონით დარეკვა (˂და˃რეკავს, ˂და˃ურეკავს) მისი ზარის საპასუხოდ; I'll call you back მე თქვენ გადმოგირეკავთ / მოგვიანებით დაგირეკავთ; can you ask her to call me back when she gets in? თუ შეიძლება, სთხოვეთ, როდესაც მოვა, გადმომირეკოს / საპასუხოდ დამირეკოს; to call down 1) ქვემოთ მოხმობა (˂მო˃უხმობს), ქვემოთ მიწვევა, ჩამოხმობა; the gong was calling us down გონგის ხმა ქვემოთ გვიხმობდა; 2) ყვირილი (უყვირის), ძახილი (ქვემოთ მყოფისადმი); 3) ვინმეს დაწყევლა (˂და˃წყევლის); 4) ამერ. საუბ. საყვედურის თქმა (ეუბნება); დატუქსვა; ხმის ჩაკმენდინება, ვინმესთვის თავისი ადგილის ჩვენება; he did a wise thing in calling them down ის ჭკვიანურად მოიქცა, მათ თავიანთი ადგილი რომ უჩვენა; ის ჭკვიანურად მოიქცა მათ ხმა რომ ჩააკმენდინა; to call for 1) ხმამაღლა მოთხოვნა (მოითხოვს); a man called for a glass of beer კაცმა კათხა ლუდი მოითხოვა; he called for help იგი შველას ითხოვდა; they were calling for his resignation ისინი მის გადადგომას მოითხოვდნენ; 2) ʘ მოითხოვს, ითვალისწინებს; your plan will call for a lot of money თქვენი გეგმის განსახორციელებლად ბევრი ფული იქნება საჭირო; the occasion calls for quick action ამ შემთხვევაში აუცილებელია სწრაფი მოქმედება; the draft calls for a system of inspection გეგმა ითვალისწინებს ინსპექციის სისტემას; 3) ვინმესთვის შევლა (შეივლის), გავლა (სადმე წასაყვანად, ერთად სადმე წასასვლელად); I'll call for you at six ექვსზე / ექვს საათზე შემოგივლი(თ) / გამოგივლი(თ); to be called for მოკითხვამდე (წარწერა კონვერტზე და მისთ.); 4) pass ʘ მოითხოვს, სჭირდება, ესაჭიროება; მართებულია; a correction is called for here აქ საჭიროა შესწორება; skill and experience are called for in this job ამ სამუშაოსათვის უნარი და გამოცდილებაა აუცილებელი; your remark was not called for თქვენი შენიშვნა უადგილო იყო; 5) მსახიობის გამოძახება (გამოიძახებს); to call forth გამოწვევა (გამოიწვევს); წარმოშობა (წარმოშობს); the measure called forth strong opposition ეს ღონისძიება ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა; you will have to call forth all your energy თქვენ მთელი ძალების დაძაბვა / მობილიზება მოგიხდებათ; to call in 1) შინ მიწვევა (˂მი˃იწვევს), მიპატიჟება; 2) გამოძახება (˂გამო˃იძახებს), მოწვევა; to call in a doctor ექიმის გამოძახება; you will be the next called in ახლა თქვენი რიგია, ახლა თქვენ გამოგიძახებენ; 3) რისამე დაბრუნების მოთხოვნა (˂მო˃ითხოვს); the librarian has called in all the books ბიბლიოთეკარმა ყველა წიგნის დაბრუნება მოითხოვა; 4) ფინ. ვალების ინკასაციის მოხდენა (˂მო˃ახდენს), ინკასირება; ვალების გადახდის მოთხოვნა; სესხის დაბრუნების მოთხოვნა; სავალო ვალდებულების გამოსყიდვა; 5) ფინ. ფულის ამოღება (ამოიღებს) მიმოქცევიდან; 6) იურ. კანონის გაუქმება (˂გა˃აუქმებს); 7) სამხ. სამხედრო სამსახურში გაწვევა (˂გა˃იწვევს); to call off 1) უკან გამოხმობა (გამოიხმობს), გამოწვევა; 2) გაუქმება (˂გა˃აუქმებს) ღონისძიებისა და ა.შ.; the match has been called off due to bad weather მატჩი ცუდი ამინდის გამო ჩაიშალა / აღარ ჩატარდება; the meeting has been called off კრება არ შედგება; 3) შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს); they have called off the search for the missing boat მათ დაკარგული ნავის ძებნა შეწყვიტეს; 4) ყურადღების სხვა რამეზე გადატანა (გადაიტანს); 5) ამერ. სამხ. გათვლა (˂გა˃ითვლის); to call off numerically ნომრების მიხედვით გათვლა; to call on 1) მოწოდება (მოუწოდებს), მიმართვა; თხოვნა, ვედრება; 2) = to call upon; to call out 1) დაყვირება (დაიყვირებს); შეკივლება, წამოყვირება (ტკივილისაგან და ა.შ.); 2) ლოზუნგების და ა.შ. წამოყვირება (წამოიყვირებს), წამოძახება; 3) გამოძახება (გამოიძახებს, გამოუძახებს); გამოხმობა (საიდანმე); a shot called me out სროლის ხმაზე სახლიდან გარეთ გამოვვარდი; to call out a plumber სანტექნიკოსის გამოძახება; the fire brigade was called out twice last night გასულ ღამეს ორჯერ გამოიძახეს სახანძრო რაზმი; to call out a singer [an actor] ამერ. აპლოდისმენტით მომღერლის [მსახიობის] გამოძახება; 4) დუელში გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); 5) სამხ. გაწვევა (˂გა˃იწვევს); to call out for training საწვრთნელ-სასწავლო შეკრებაზე გაწვევა; 6) ამერ. საუბ. საცეკვაოდ გაწვევა (˂გა˃იწვევს); to call over სიის მიხედვით გაძახება (გაიძახებს); სიის ამოკითხვა; the master called over the boys of the class მასწავლებელმა სათითაოდ გაიძახა მოსწავლე ბიჭები; to call together შეკრება (˂შე˃კრებს), მოწვევა (ვინმესი); to call up 1) დაძახება (დაუძახებს) ზემოთ ასასვლელად; the director called me up დირექტორმა ზემოთ გამომიძახა; 2) ყვირილი (უყვირის), ძახილი (ზემოთ მყოფისადმი); 3) უპირატ. ამერ. ტელეფონით დარეკვა (˂და˃ურეკავს); I'll call you up this evening საღამოს დაგირეკავთ; 4) სამხედრო სამსახურში / ჯარში გაწვევა (˂გა˃იწვევს); they were called up when the war began როდესაც ომი დაიწყო, ისინი ჯარში გაიწვიეს; 5) გაღვიძება (˂გა˃აღვიძებს); I'll call you up at 7 შვიდ საათზე გაგაღვიძებთ; 6) მოგონებების აღძვრა (აღუძრავს), გაღვიძება, გამოწვევა; this picture calls up scenes of my childhood ეს სურათი ბავშვობის დროინდელ მოგონებებს აღმიძრავს; to call upon 1) სიტყვის მიცემა (აძლევს), ტრიბუნაზე გამოძახება; the chairman called upon Mr. B. to speak თავმჯდომარემ სიტყვა მისცა ბატონ B-ს; to speak without being called upon დაუპატიჟებლად / სიტყვის მიუცემლად აზრის გამოთქმა; 2) pass ʘ იძულებულია; 3) აუცილებლობის / საჭიროების გრძნობა (გრძნობს); he felt called upon to speak მან აუცილებლად ჩათვალა გამოსულიყო; 4) = to call on 1); ◇ to call the roll სიით გაძახება (გაიძახებს); to call the score სპორტ. ʘ თამაშში წინაა, ანგარიში მიჰყავს; to call smb. names ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება; ვინმესთვის შეურაცხმყოფელი სახელების / ეპითეტების წოდება; ვინმეს ლანძღვა; the other kids used to call her names, but she tried to ignore them ბავშვები მას შეურაცხმყოფელ სახელებს ეძახდნენ, მაგრამ იგი ცდილობდა, მათთვის ყურადღება არ მიექცია; to call attention to ვინმეს ყურადღების მიქცევა (რაიმეზე); to call to attention ბრძანების "სმენა!" მიცემა; to call to mind რაიმეს გახსენება, მოგონება; მეხსიერებაში / გონებაში რაიმეს აღდგენა; to call to order ა) წესრიგისაკენ მოწოდება; ბ) ამერ. კრების და ა.შ. გახსნა, დაწყება; I call the meeting to order კრებას გახსნილად ვაცხადებ; to call to witness ა) ვისიმე დამოწმება; ბ) იურ. მოწმის გამოძახება; to call to account პასუხის / ანგარიშის / ახსნა-განმარტების მოთხოვნა; to call to the bar ვინმეს მიღება ბარისტერთა კორპორაციაში; to call in evidence სასამართლოში გამოძახება ჩვენების მისაცემად; to call in question ა) ეჭვქვეშ დაყენება; ბ) იურ. სასამართლოში ან გამომძიებელთან გამოძახება; ბრალდების წაყენება; to call into being შექმნა, წარმოშობა; to call into play ამოძრავება, ამოქმედება, ამუშავება; the case called every faculty of the doctor into play დაავადებამ ექიმისაგან მთელი მისი ნიჭისა და უნარის დაძაბვა / მობილიზება მოითხოვა; to call cousins ≅ ვისიმე ნათესავად ჩათვლა; ვინმეს ნათესავად / ახლობლად თავის გასაღება; to call the shots / the tune, the play / საუბ. ტონის მიცემა; მოვლენათა განვითარების წარმართვა; to call it a day / a night / საუბ. ამა თუ იმ საქმის შეწყვეტა; რაიმეს კეთებისთვის თავის დანებება; let's call it a day. I am very tired დღეისათვის მოვრჩეთ მუშაობას. ძალიან დავიღალე; after thirty years in politics I think it's time for him to call it a day პოლიტიკაში გატარებული ოცდაათი წლის შემდეგ ვფიქრობ, დროა პოლიტიკურ მოღვაწეობას თავი დაანებოს; to call over the coals დატუქსვა, გაკიცხვა, ლანძღვა; you will be called over the coals for your conduct თქვენი საქციელისათვის მოგხვდებათ; to call smb.'s bluff ა) ვინმესთვის ნათქვამის დამამტკიცებელი საბუთის მოთხოვნა; სააშკარაოზე ვინმეს გამოყვანა; ბ) ვინმესთვის დანაპირების ან მუქარის შესრულების მოთხოვნა; she threatened to resign, and we called her bluff იგი დაიმუქრა, გადავდგებიო და ჩვენც დანაქადნის შესრულება მოვთხოვეთ; to call a halt იხ. halt¹ I 1 1); deep calls unto deep ბიბლ. უფსკრული უფსკრულს გასძახის; have nothing to call one's own ʘ სულს იქით არაფერი აბადია; ცარიელ-ტარიელია; ≅ მისი ავლა-დიდებაო კვირადღეს აეკიდებაო; to call a spade a spade ≅ საგნისათვის თავისი სახელის წოდება; to call off all bets ამერ. სლ. სიკვდილი, ʘ კვდება. [ Shorter version ]
|
||||
![]() |
![]() |
|||
| call I | callable |








Nearby words






