(bit;
bitten, bit)
1. 1) კბენა (კბენს); კბეჩა; კვნეტა; the dog bit me in the leg ძაღლმა ფეხზე მიკბინა; he was bitten by the dog ძაღლმა უკბინა; she bit into an apple ვაშლი მოკბიჩა; stop biting your nails! შეწყვიტე ფრჩხილების კვნეტა!
2) კბენა (კბენს, იკბინება); დაგესვლა; დანესტვრა; we were badly bitten by mosquitoes კოღოებმა სასტიკად დაგვკბინეს; most European spiders don't bite ევროპაში გავრცელებული ობობების უმეტესობა არ იკბინება;
2. სატყუარასთვის პირის მოკიდება (მოკიდებს), ანკესზე წამოგება (აგრ. გადატ.); the fish aren't biting today დღეს თევზი ანკესზე არ მოდის; I knew it was a trick, but I bit anyway ვიცოდი, თაღლითობა იყო, მაგრამ მაინც წამოვეგე ანკესზე;
3. 1) ტკივილის მიყენება (˂მი˃აყენებს);
2) წიწაკით, მდოგვით პირის დაწვა (˂და˃იწვავს); დაშუშხვა;
3) ყინვისაგან დასუსხვა (დასუსხავს); his fingers were bitten by the frost ყინვამ თითები დაუსუსხა;
4. არასასურველი შედეგის ქონა (აქვს) / გამოღება; the recession is beginning to bite ეკონომიკური დაქვეითების შედეგები უკვე საგრძნობი ხდება;
5. (ჩვეულ. in) ამოჭმა (˂ამო˃ჭამს); ჩაჭმა (ითქმის მჟავას შესახებ); strong acids bite into metals ძლიერი მჟავები ლითონს ამოჭამენ;
6. გესლიანი ლაპარაკი (ლაპარაკობს); გესლიანი შენიშვნის მიცემა;
7. ჩაჭიდება (˂ჩა˃ეჭიდება), ჩაბღაუჭება (რაიმე წინადადებაზე);
8. იშვ. ხმლით აჩეხა (აჩეხს) / აკუწვა; the sword bit him fatally ხმალმა სასიკვდილოდ განგმირა;
9. : bitten with რითიმე შეპყრობილი, გატაცებული;
10. 1) ტექ. მოდება (˂მო˃ედება); the wheels will not bite ბორბლები სრიალებს; the brake will not bite მუხრუჭი არ იჭერს;
2) ზღვ. გრუნტში მყარად ჩაფლობა (˂ჩა˃ეფლობა) ითქმის ღუზის შესახებ; are you sure the anchor bites well? დარწმუნებული ხართ, რომ ღუზა კარგად იჭერს?
▭ to bite back (at) უხეშად / მკვახედ მიგება (მიუგებს);
to bite smth. back თავის შეკავება (˂შე˃იკავებს); she bit back her anger ბრაზი დაიოკა / შეიკავა;
to bite at მოკბეჩა (˂მო˃კბეჩს); გემოს გასინჯვა;
to bite off ჩამოკბეჩა (˂ჩამო˃კბეჩს); he bit off a large piece of the apple ბარაქიანად ჩაკბიჩა ვაშლი;
◇ to be bitten by smth. ʘ რაიმეთია გატაცებული, რაიმეს მისდევს; to bite smb.'s head off ვინმეზე ჯავრის ყრა; to bite off more than one can chew ≅ ისეთ საქმეს შეება, მის ძალ-ღონეს რომ აღემატებოდა; to bite one's lips ტუჩების კვნეტა, ნერვიულობა; to bite the tongue ენაზე კბენა; to bite the dust / the ground, the sand / ა) მარცხის განცდა; განადგურება, მოსპობა; ბ) ხუმრ. მოკვდომა; to bite one's thumb at smb. მოძვ. აბუჩად აგდება (აიგდებს); ვინმეს მიმართ სიძულვილის გამოხატვა; once bitten twice shy ანდ. ≅ ფაფით პირდამწვარი დოს უბერავდაო; შეშინებული ძაღლი ჯირკს უყეფდაო.