Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

belong verb
[bɪʹlɒŋ]
Print

1. 1) (to) კუთვნება (ეკუთვნის); who does this pen belong to? ვისია ეს კალამი? this book belongs to me ეს წიგნი ჩემია; the lands belong to the company ეს მიწები კომპანიას ეკუთვნის; this belongs to a different historical period ეს სხვა ისტორიულ პერიოდს მიეკუთვნება;

2) (to) ʘ ამა თუ იმ კლუბის, წრის, ორგანიზაციის და ა.შ. წევრია; I belong to this club ამ კლუბის წევრი ვარ; he belongs to a certain set ის გარკვეულ წრეს / საზოგადოებას ეკუთვნის; an ardent wish to belong კოლექტივის ან ჯგუფის წევრად გახდომის დიდი წადილი;

3) (to) ʘ ამა თუ იმ კლასს, კატეგორიას, სისტემას და ა.შ. განეკუთვნება, მიეკუთვნება; hyenas don't belong to the dog family აფთრები ძაღლისებრთა ოჯახს არ მიეკუთვნებიან;

4) საუბ. ʘ ვინმესთან ან რამესთან მთლიანობას ქმნის; stockings that do not belong ცალ-ცალი წინდა; things that belong together საგნები, რომლებიც კომპლექტს ქმნიან;

2. (in, with, etc) კავშირის ქონა (აქვს); ʘ მიეკუთვნება, განეკუთვნება; კუთვნილი / შესაფერი ადგილია; ეხამება, შეეფერება; the name of Koch belongs with that of Pasteur კოხი შეიძლება პასტერის გვერდით დავაყენოთ; cheese belongs with salad ყველი სალათას უხდება; where do these things belong? სად დავაწყო ეს ნივთები? სად არის მათი ადგილი? the letter belongs in the archives ამ წერილის ადგილი არქივშია; she belongs in the movies მისი ადგილი კინოშია; ის კინომსახიობი უნდა გამხდარიყო; these dishes belong in the cupboard ეს თეფშები მუდამ კარადაში აწყვია; this book belongs here ეს წიგნი მუდამ აქ დევს; I belong here ა) აქაური ვარ, აქ დავიბადე; ბ) ჩემი ადგილი აქ არის;

3. ʘ შეჰფერის, შეშვენის, ეკადრება; it does not belong to do this ამის გაკეთება რა საკადრისია; it does not belong to a child to interrupt his parents ბავშვს არ შეშვენის, რომ მშობლებს სიტყვა შეაწყვეტინოს;

to belong together ჰარმონიაში ყოფნა (არის), შეხამება.

belly worship belonging

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0297