1. ხელისუფლება, ძალაუფლება; supreme [executive] authority უმაღლესი [აღმასრულებელი] ხელისუფლება; the authority of Parliament [commanding officer] პარლამენტის [მეთაურის] ძალაუფლება / უფლებამოსილებანი; a man set in authority ძალაუფლებით აღჭურვილი პირი;
2. რწმუნებულება, უფლებამოსილება, უფლება; to give [to receive] authority (for an act / to do smth. /) (ამა თუ იმ ქმედების / რისამე გაკეთების) უფლებამოსილების / უფლების მიცემა [მიღება]; who gave you the authority to do this? ვინ მოგცათ ამის გაკეთების უფლება? to act with the authority of the law კანონის ძალით მოქმედება; to act on oneʹs own authority დამოუკიდებლად / საკუთარი ინიციატივით მოქმედება;
3. ორგანო, მმართველობა; Port of London Authority ლონდონის პორტის მმართველობა;
4. 1)
ჩვეულ. pl ხელისუფალნი, ხელმძღვანელობა; ადმინისტრაცია; the Munucipal Authorities მუნიციპალური ხელისუფალნი; to apply to the authorities ხელისუფალთათვის მიმართვა;
2) სამხ. ინსტანცია; უფროსი;
5. ავტორიტეტი, წონა, გავლენა; to have authority with / over / smb. ვინმესთან ავტორიტეტით სარგებლობა;
6. ავტორიტეტი, მნიშვნელოვანი / დიდი სპეციალისტი; he is an authority on phonetics ფონეტიკის კარგი სპეციალისტია, ავტორიტეტია ფონეტიკის დარგში;
7. ავტორიტეტული / სანდო / სარწმუნო წყარო (წიგნი, საბუთი და ა.შ.); the "Oxford English Dictionary" is the best authority on English words "ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი" ინგლისურ სიტყვათა ყველაზე სანდო / ავტორიტეტული წყაროა;
8. საფუძველი; what is your authority for that statement? რას ეფუძნება თქვენი მტკიცება? რა საფუძველი გაქვთ ასეთი მტკიცებისათვის? on the authority of the papers გაზეთების ცნობით.