Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

aside I adverb
[əʹsaɪd]
Print

1. მიუთითებს 1) უწინდელი მიმართულებიდან, გზიდან, საუბრის თემიდან და ა.შ. გადახვევას: to turn aside გვერდზე გადახვევა; step aside განზე გადექით, გამატარეთ; to take smb. aside ვინმეს განზე გაყვანა (სასაუბროდ); he drew the curtain aside ფარდა გადასწია;

2) შორიახლოს ყოფნას, მდებარეობას: he stood aside ის გვერდზე იდგა / იმყოფებოდა;

3) რაიმეს გადადებას / გაუქმებას, რაიმესაგან თავის დაღწევას და ა.შ.: set this book aside for me გადადეთ ჩემთვის ეს წიგნი; to put / to set / money aside ფულის გადადება / შეგროვება; he laid his work aside სამუშაო გადადო; when spring came she put aside her winter clothes გაზაფხულის დადგომისას მან ზამთრის ტანსაცმელი შეინახა / გადააწყო; to lay aside bad habits ცუდ ჩვევებზე უარის თქმა; put aside gloomy thoughts ამოიგდეთ თავიდან ბნელი ფიქრები; lay the proposal temporarily aside დროებით გადადეთ ეს წინადადება; put your troubles aside მოიცილეთ საზრუნავი / დარდი; to lay aside decorum ზრდილობის წესების უგულებელყოფა; to set aside a verdict [a judgement] იურ. განაჩენის [სასამართლოს გადაწყვეტილების] გაუქმება / ანულირება;

4) : he was set aside ის არ დააწინაურეს, მას გვერდი აუარეს (თანამდებობაზე დანიშვნისას და ა.შ.);

2. არსებ. მნიშვნ. 1) გვერდზე / თავისთვის თქმული სიტყვები (ჩვეულ. მსახიობის მიერ);

2) მეორეხარისხოვანი მოვლენა; მეორეხარისხოვანი ნაწარმოები და ა.შ.; the asides of history არაძირითადი / მეორეხარისხოვანი ისტორიული ფაქტები;

3. შესიტყვებებში: aside from ა) გარდა; aside from the question of the need of this device we must think of the cost გარდა იმისა, რამდენად საჭიროა ეს მოწყობილობა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მის ღირებულებაზეც; ბ) ამერ. გარდა, გამოკლებით; aside from a fright I was uninjured მე მხოლოდ შემეშინდა, სხვა მხრივ უვნებელი დავრჩი; გ) ამერ. გარდა, დამატებით; others aside from the captain had noticed this კაპიტნის გარდა, ეს სხვებმაც შენიშნეს [იხ. აგრ. apart from]; aside of გვერდით; joking aside, I mean it ხუმრობა იქით იყოს, მე ამის გაკეთებას ვაპირებ;

to speak aside გვერდზე / თავისთვის ლაპარაკი (ჩვეულ. ითქმის მსახიობის შესახებ).

Asiatic I, II aside II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0112