გამოიყოფა:
1. სხვადასხვა დარგის ტერმინებში: aerobia აერობები; anaesthesia ანესთეზია; paraphernalia პირადი ქონება; regalia რეგალიები;
2. 1) ზოგიერთ დაავადებათა სახელწოდებებში: anaemia ანემია, სისხლნაკლებობა; hydrophobia ჰიდროფობია, წყლის შიში, ცოფი; neuralgia ნევრალგია;
2) ქიმიურ ნივთიერებათა სახელწოდებებში: ammonia ამიაკი; morphia მორფიუმი;
3) კლასებისა და გვარების სახელწოდებებში ბიოლოგიაში: dahlia გეორგინა; mammalia ძუძუმწოვრები; reptilia ქვეწარმავლები, რეპტილიები;
3. ზოგიერთი ქვეყნის დასახელებებში: Algeria ალჟირი; Prussia პრუსია; Rhodesia როდეზია; India ინდოეთი.