![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
I
ზმნების ფუძეთაგან აწარმოებს არსებით სახელებს, რომლებიც აღნიშნავენ 1. პირს 1) მისი პროფესიის ან საქმიანობის მიხედვით: baker პურის მცხობელი, ხაბაზი; მეფუნთუშე; joiner დურგალი; painter მხატვარი, ფერმწერი; singer მომღერალი; 2) მისთვის დამახასიათებელი, ჩვეული მოქმედების მიხედვით: giggler კისკისა, ვინც მუდამ კისკისებს; sleeper ძილისგუდა, ვისაც სულ ეძინება; 3) საუბრის მომენტისათვის მის მიერ შესრულებული მოქმედების ან მისი მდგომარეობის მიხედვით: bather მობანავე; laugher ვინც იცინის; sitter მჯდომარე, ვინც ზის; 2. საგანს, ნივთს, ინსტრუმენტს და ა.შ. : boiler ბოილერი, ორთქლის ქვაბი; cracker კრეკერი, ფხვიერი ნამცხვარი; drawer უჯრა (მაგიდისა, კომოდისა და მისთ.); fighter გამანადგურებელი (თვითმფრინავი); receiver ტელეფონის ყურმილი; II გვხვდება არსებით სახელებში, რომლებიც ნაწარმოებია: 1. არსებითი სახელების ფუძეთაგან და აღნიშნავენ 1) პირს მისი პროფესიის ან საქმიანობის მიხედვით: gardener მებაღე; glover მეხელთათმნე, ხელთათმნის მკერავი; hatter მექუდე; jeweller ოქრომჭედელი, იუველირი; 2) პირს, რომელსაც ამა თუ იმ ფორმის კავშირი აქვს ფუძით აღნიშნულ საგანთან: lunger ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი; prisoner პატიმარი; 3) მოქმედებას: facer სახეში ჩარტყმა / დარტყმა; header თავური დარტყმა, თავური (ფეხბურთი); 2. რიცხვითი სახელების ფუძეთაგან და აღნიშნავენ პირს ან საგანს: fiver ხუთგირვანქასტერლინგიანი ან ხუთდოლარიანი ბანკნოტი; fifteeners and sixteeners თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ბიჭები; forty-niner ამერ. საუბ. ოქროს მაძიებელი; oner სლ. იშვიათი ადამიანი / ნივთი; III აწარმოებს რთულ სიტყვებს, რომლებიც აღნიშნავენ 1. პირს: machine-gunner მეტყვიამფრქვევე; first-nighter ვინც ყოველთვის ესწრება თეატრალურ პრემიერებს; full-timer სრული განაკვეთით მომუშავე თანამშრომელი; pearl-fisher მარგალიტის მაძიებელი; six-footer ექვსი ფუტის სიმაღლის ადამიანი; 2. სხვადასხვა დანიშნულების ნივთს ან საგანს: minethrower ნაღმსატყორცნი; sky-scraper ცათამბჯენი; two-seater ორადგილიანი ავტომანქანა; six-pager ექვსგვერდიანი გაზეთი; two-pounder ორგირვანქიანი თევზი (ჩვეულ. კალმახი). |
||||
![]() |
![]() |
|||
| -er¹ | -er³ |