Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

-er² suffix
[-ə]
Print
I

ზმნების ფუძეთაგან აწარმოებს არსებით სახელებს, რომლებიც აღნიშნავენ

1. პირს 1) მისი პროფესიის ან საქმიანობის მიხედვით: baker პურის მცხობელი, ხაბაზი; მეფუნთუშე; joiner დურგალი; painter მხატვარი, ფერმწერი; singer მომღერალი;

2) მისთვის დამახასიათებელი, ჩვეული მოქმედების მიხედვით: giggler კისკისა, ვინც მუდამ კისკისებს; sleeper ძილისგუდა, ვისაც სულ ეძინება;

3) საუბრის მომენტისათვის მის მიერ შესრულებული მოქმედების ან მისი მდგომარეობის მიხედვით: bather მობანავე; laugher ვინც იცინის; sitter მჯდომარე, ვინც ზის;

2. საგანს, ნივთს, ინსტრუმენტს და ა.შ. : boiler ბოილერი, ორთქლის ქვაბი; cracker კრეკერი, ფხვიერი ნამცხვარი; drawer უჯრა (მაგიდისა, კომოდისა და მისთ.); fighter გამანადგურებელი (თვითმფრინავი); receiver ტელეფონის ყურმილი;

II

გვხვდება არსებით სახელებში, რომლებიც ნაწარმოებია:

1. არსებითი სახელების ფუძეთაგან და აღნიშნავენ 1) პირს მისი პროფესიის ან საქმიანობის მიხედვით: gardener მებაღე; glover მეხელთათმნე, ხელთათმნის მკერავი; hatter მექუდე; jeweller ოქრომჭედელი, იუველირი;

2) პირს, რომელსაც ამა თუ იმ ფორმის კავშირი აქვს ფუძით აღნიშნულ საგანთან: lunger ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი; prisoner პატიმარი;

3) მოქმედებას: facer სახეში ჩარტყმა / დარტყმა; header თავური დარტყმა, თავური (ფეხბურთი);

2. რიცხვითი სახელების ფუძეთაგან და აღნიშნავენ პირს ან საგანს: fiver ხუთგირვანქასტერლინგიანი ან ხუთდოლარიანი ბანკნოტი; fifteeners and sixteeners თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ბიჭები; forty-niner ამერ. საუბ. ოქროს მაძიებელი; oner სლ. იშვიათი ადამიანი / ნივთი;

III

აწარმოებს რთულ სიტყვებს, რომლებიც აღნიშნავენ

1. პირს: machine-gunner მეტყვიამფრქვევე; first-nighter ვინც ყოველთვის ესწრება თეატრალურ პრემიერებს; full-timer სრული განაკვეთით მომუშავე თანამშრომელი; pearl-fisher მარგალიტის მაძიებელი; six-footer ექვსი ფუტის სიმაღლის ადამიანი;

2. სხვადასხვა დანიშნულების ნივთს ან საგანს: minethrower ნაღმსატყორცნი; sky-scraper ცათამბჯენი; two-seater ორადგილიანი ავტომანქანა; six-pager ექვსგვერდიანი გაზეთი; two-pounder ორგირვანქიანი თევზი (ჩვეულ. კალმახი).

-er¹ -er³

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0147