|
12 აგვისტო, 2010
დღეს ონლაინ-ლექსიკონს დაემატა სიტყვა-სტატიები ასო S-ზე, კერძოდ, sensibility – sheaf. ამ ეტაპზე ასო S წარმოდგენილია სიტყვა-სტატიებით S-დან sheaf-ის ჩათვლით, სულ 1 600-მდე სიტყვა-სტატია.
ასოების P, R, S შევსება კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება. აღნიშნული ასოების სიტყვა-სტატიებით შევსების გრაფიკი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
8 აგვისტო, 2010
ონლაინ ლექსიკონს დაემატა ინგლისურენოვანი ინტერფეისი, ბლოგი და გააქტიურდა საკონტაქტო გვერდი.
28 ივლისი, 2010
დღეს ონლაინ-ლექსიკონს დაემატა სიტყვა-სტატიები ასო P-ზე, კერძოდ, per diem – Petri dish. ამ ეტაპზე ასო P წარმოდგენილია სიტყვა-სტატიებით P-დან pilchard-ის ჩათვლით, სულ 4 000-მდე სიტყვა-სტატია.
მომდევნო კვირაში ონლაინ-ლექსიკონში აიტვირთება ასო S-ის კიდევ ერთი ნაწილი, sensibility – sheaf.
27 ივლისი, 2010
ლექსიკონში ჩაიტვირთა W-ს განახლებული ვერსია.
8 ივლისი, 2010
ონლაინ ლექსიკონში განთავსდა P-ს შევსებული, მეოთხე ნაწილი: pear drop - percy pants.
25 ივნისი, 2010
დღეს ონლაინ ლექსიკონს დაემატა სიტყვა-სტატიები ასო S-ზე, scalloped – senseless, სულ 1200 სიტყვა-სტატია. ასოების P, R, S შევსებაზე მუშაობა კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს.
19 ივნისი, 2010
განთავსდა P-ს შევსებული, მესამე ნაწილი: patch1 I - pear.
14 ივნისი, 2010
განთავსდა V-ს ახალი, შევსებული ვერსია.
8 ივნისი, 2010
განთავსდა U-ს ახალი, შევსებული ვერსია.
მომავალ კვირაში ასოები P და S შეივსება ახალი სიტყვა-სტატიებით.
2 ივნისი, 2010
ლექსიკონს დაემატა ასო Q.
პარალელურად გრძელდება აქტიური მუშაობა ასოების P, R და S შევსებაზე. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ეს ასოები ლექსიკონში არასრულადაა წარმოდგენილი.
28 მაისი, 2010
14 – 16 მაისს ბათუმში გაიმართა I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის შემოქმედებითი ჯგუფი იყო. სიმპოზიუმის მონაწილეებმა შეიმუშავეს მიმართვა საქართველოს მთავრობისა და აკადემიური საზოგადოებისადმი. დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის შემოქმედებითი ჯგუფი ბათუმიდან დაბრუნდა და ინტენსიურად გააგრძელებს ლექსიკონის შევსებაზე მუშაობას.
2 ივნისს ონლაინ-ლექსიკონში განთავსდება ასო Q და გაგრძელდება ასოების P, R და S შევსება.
13 მაისი, 2010
ლექსიკონის მონაცემთა ბაზაში ჩაიტვირთა ასო W.
6 მაისი, 2010
მიმდინარე წლის 14 – 16 მაისს ბათუმში იმართება პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. სიმპოზიუმის ერთ-ერთი ორგანიზატორია დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის შემოქმედებითი ჯგუფი.
3 მაისი, 2010
დღეს ონლაინ ლექსიკონში აიტვირთა ასო S-ს პირველი ნაწილი - S – scalloped. შეგახსენებთ, რომ ასოები P, R და S ამ ეტაპზე წარმოდგენილია არასრული სახით. მათი შევსება გაგრძელდება ინტენსიურად და საბოლოო სახეს წლის ბოლოს მიიღებენ.
22 აპრილი, 2010
განთავსდა ასო P-ს მეორე ნაწილი, სულ 750 სიტყვა-სტატია. მომდევნო ნაწილის განთავსება დაგეგმილია 30 აპრილისთვის.
16 აპრილი, 2010
დღეს ონლაინ ლექსიკონში აიტვირთა ასო P-ს პირველი ნაწილი: P – pasquinade, 1100 სიტყვა-სტატია. მომდევნო ნაწილი განთავსდება 23 აპრილს.
14 აპრილი, 2010
ჰოსტინგ პროვაიდერის მიერ ტექნიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 15 აპრილის 00:00-დან 08:00-მდე, ლექსიკონის მუშაობაში მოსალოდნელია შეფერხებები. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის.
7 აპრილი, 2010
ლექსიკონში განთავსდა ასო R-ს არასრული ვერსია. ასოს შევსება გაგრძელდება ინტენსიურად და საბოლოო სახეს წლის ბოლოს მიიღებს.
6 აპრილი, 2010
წარმოგიდგენთ ონლაინ ლექსიკონში დარჩენილი ასოების განთავსების გრაფიკს:
7 აპრილი - ასო R;
12 – 16 აპრილი - ასო P;
20 – 25 აპრილი - ასო S.
ასოები P, R და S საწყის ეტაპზე წარმოდგენილი იქნება არასრულად. არასრულად. მათი შევსება გაგრძელდება ინტენსიურად და საბოლოო სახეს წლის ბოლოს მიიღებენ. აღნიშნული ასოების შევსების დინამიკა აისახება "სიახლეების" გვერდზე.
ასოები Q და W ინტერნეტ ლექსიკონში აიტვირთება 5 მაისს.
28 მარტი, 2010
დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია ბზობას და მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს მთელ საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც დღეს მსოფლიოს 46 ქვეყნიდან სარგებლობენ ჩვენი ონლაინ ლექსიკონით.
აქვე გაცნობებთ, რომ დარჩენილი ასოების ლექსიკონში განთავსების გრაფიკი გამოქვეყნდება 6 აპრილს.
25 მარტი, 2010
ლექსიკონს დაემატა ასო Y.
24 მარტი, 2010
ლექსიკონის მონაცემთა ბაზაში დღეს განთავსდა ასო U.
22 მარტი, 2010
ონლაინ ლექსიკონს შეემატა ასო Z.
17 მარტი, 2010
ლექსიკონში განთავდა ასოები N და O.
12 მარტი, 2010
დამატებულია ასო M.
11 მარტი, 2010
ონლაინ ლექსიკონში განთავსდა ასო L.
6 მარტი, 2010
დღეს ონლაინ ლექსიკონს შეემატა ასო B.
ონალაინ ლექსიკონში ასოების განთავსების შემდგომი გრაფიკი ასეთია:
9 – 12 მარტი: ასოები L, M;
15 – 19 მარტი: ასოები N, O;
22 – 26 მარტი: ასოები U, Y, Z.
დანარჩენი ასოების განთავსების გრაფიკი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
5 მარტი, 2010
მონაცემთა ბაზას დაემატა ასო K.
4 მარტი, 2010
ლექსიკონში განთავსდა ასო J.
4 მარტი, 2010
დღეს, 4 მარტს ონლაინ ლექსიკონის მონაცემთა ბაზას დაემატება ასო J; ხვალ, 5 მარტს ლექსიკონში განთავსდება ასო K, ხოლო შაბათს, 6 მარტს ონლაინ ლექსიკონს შეემატება ასო B. ორშაბათს, 8 მარტს გამოქვეყნდება ონლაინ ლექსიკონში მომდევნო ასოების განთავსების გრაფიკი.
3 მარტი, 2010
ონლაინ ლექსიკონს დაემატა ასო I.
27 თებერვალი, 2010
ლექსიკონის ინსტრუქციის გვერდზე განთავსდა ონლაინ ლექსიკონის ტექნიკური ინსტრუქცია. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მას, რათა მაქსიმალურად სრულად გამოიყენოთ ლექსიკონის მასალის ძიების შესაძლებლობები.
ლექსიკონის ინსტრუქციაში ასევე მოთავსებულია ლექსიკონის სამეცნიერო აპარატი (სიტყვა-სტატიის აგებულებისა და ლექსიკონით სარგებლობის შესახებ), რომელიც გაგაცნობთ ლექსიკონში სიტყვა-სტატიის აგების პრინციპებს. აქვე ნახავთ ლექსიკონში გამოყენებული ქართული და ინგლისური შემოკლებების სიას.
26 თებერვალი, 2010
ონლაინ ლექსიკონის მონაცემთა ბაზას დაემატა ასო T.
24 თებერვალი, 2010
ლექსიკონს დაემატა ასო H.
23 თებერვალი, 2010
ლექსიკონს დაემატა ასო X.
19 თებერვალი, 2010
22 – 26 თებერვალს ონლაინ ლექსიკონში განთავსდება ასოები: H, T, X;
1 – 5 მარტს ლექსიკონს დაემატება ასოები: B, I, J, K.
მომდევნო გრაფიკი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
18 თებერვალი, 2010
ლექსიკონს დაემატა ასო V.
17 თებერვალი, 2010
ლექსიკონს დაემატა ასო G.
15 თებერვალი, 2010
ხვალ, 16 თებერვალს, ონლაინ ლექსიკონს დაემატება ასო A. 19 თებერვლისათვის ლექსიკონში განთავსდება ასოები G და V. ორშაბათს, 22 თებერვალს გამოქვეყნდება ლექსიკონში ასოების განთავსების მომდევნო გრაფიკი.
12 თებერვალი, 2010
ონლაინ ლექსიკონს დაემატა ასო F (6 000 სიტყვა-სტატია).
5 თებერვალი, 2010 ინტერნეტ-სივრცეში დაიწყო დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის მშენებლობა. 30 იანვრისათვის დასრულდა ონლაინ ლექსიკონის პროგრამის ტესტირება და დაიწყო პროგრამაში ლექსიკონის მასალის ატვირთვა. 2010 წლის 5 თებერვლისათვის პროგრამაში ატვირთულია სამი ასო - C, D, E, სულ 22 000 სიტყვა-სტატია. მიმდინარე წლის 15 თებერვლისათვის პროგრამა შეივსება ორი ასოთი: A, F (12 500 სიტყვა-სტატია). თებერვლის ბოლომდე დაგეგმილია ონლაინ ლექსიკონში B და G (12 100 სიტყვა-სტატია) ასოების განთავსება. ლექსიკონის შევსება მომდევნო ასოებით გაგრძელდება (გრაფიკი მოგვიანებით დაზუსტდება).
|