ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

who¹ pronoun
[hu:]
ბეჭდვა
(whom) ზმნ. მხ. და მრ. რ.

inter

1. პირდაპირ კითხვებში 1) ვინ? who locked the door? ვინ ჩაკეტა კარი? who is that woman? ვინ არის ის ქალი? whom did you see? ვინ ნახე? who was on the phone? ვინ დარეკა? ვის ელაპარაკებოდი? whom do you want? ვინ გნებავთ?

2) ემოც.-გამაძლ. (ვითომ) ვინ? who are you to tell me I can't park here? ვითომ ვინ ხართ / რა უფლება გაქვთ, რომ მეუბნებით, აქ მანქანის დაყენება არ შეიძლებაო? who were they, after all, that he should care about their welfare? ბოლოს და ბოლოს, ვინ იყვნენ ისინი, რომ მას მათს კეთილდღეობაზე ეზრუნა? who is the Lord that I should obey him? ბიბლ. ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო [და გავუშვა ისრაელი]?

3) (whom-ის ნაცვლად) საუბ. ვინ? who are you phoning? ვის ურეკავ? who do you want? ვინ გნებავთ? who's the money for? ვისთვის არის განკუთვნილი ეს ფული? who do you work for? ვისთან მუშაობ? who are you speaking of? ამას ვისზე / ვის შესახებ ამბობთ?

2. რიტორიკულ კითხვებში ვინ? who but he? ვინ, თუ არა ის? who knows ...? ვინ იცის ...? who stands if freedom fall? ფეხზე ვინღა იდგება, თუ თავისუფლება დაეცა?

3. გაურკვევლად წარმოთქმული ან გაუგებარი სახელის დაზუსტებისას: old who did you say? მოხუცი ვინაო, როგორ თქვით? "what's your names?" – "Mr. Tittlebat Titmouse," answered that gentleman. – "Mr. who?" exclaimed the old woman "რა გქვიათ?" – "მისტერ ტიტლბეტ ტიტმაუსი", უპასუხა ამ ჯენტლმენმა. – "მისტერ ვინ?", წამოიძახა მოხუცმა ქალმა;

conj (ირიბ კითხვებში და დამოკიდებულ წინადადებებში) 1) ვინ; did he know who I was? იცოდა, ვინ ვიყავი? do you know who has come? იცი(თ), ვინ მოვიდა? ask him who found this ჰკითხეთ, ეს ვინ იპოვა; they never found out who the murderer was ვერც ვერასოდეს გაიგეს, ვინ იყო მკვლელი; what her obligations were, and who this lady was, belongs in no way to this history ის, თუ რა ვალდებულებები ეკისრა მას და ვინ იყო ეს ქალბატონი, წინამდებარე ისტორიას არანაირად არ ეხება;

2) ემოც.-გამაძლ. ვინ; who do you think you are? თავი ვინა გგონია(თ)? who do you think you're talking to? საუბ. როგორ გგონიათ / თქვენი აზრით, ვის ელაპარაკებით? ვის უბედავთ ასე ლაპარაკს?

3) (whom-ის ნაცვლად) საუბ. ვინ; I wonder who that letter was from მაინტერესებს, ვისგან იყო ის წერილი; he doesn't know who to vote for არ იცის, არჩევნებში ხმა ვის მისცეს;

rel 1) რომელიც, რომლებიც; ვინც (ჩვეულ. უშუალოდ მოსდევს საზღვრულ სიტყვას); the woman who was driving ქალი, რომელიც მანქანას მართავდა / საჭესთან იჯდა; do you know the people who live over the road? იცნობ იმ ხალხს, რომლებიც გზის გადაღმა ცხოვრობენ? the boy whom I saw ბიჭუნა, რომელიც მე დავინახე; I like people who say what they think მიყვარს ხალხი, ვინც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს; the people who called yesterday want to buy the house იმ ხალხს, რომლებმაც გუშინ დაგვირეკეს, სახლის ყიდვა სურთ; the woman who I work for is very nice საუბ. ქალი, ვისთანაც მე ვმუშაობ, ძალზე გულისხმიერია;

2) რომელიც, რომლებიც; ვინც (ჩვეულ. მძიმის შემდეგ); Mrs Smith, who has a lot of teaching experience at junior level, will be joining the school in September მისის სმითი, რომელსაც / ვისაც უმცროსკლასელებთან მუშაობის მდიდარი პედაგოგიური გამოცდილება აქვს, ჩვენს სკოლაში სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას; I discussed it with my brother, who is a lawyer ეს საკითხი ჩემს ძმასთან ერთად განვიხილე, რომელიც ადვოკატია; my mother, who's over 80, still drives a car დედაჩემს, რომელიც 80 წელზე მეტი ხნისაა, ჯერაც მანქანა დაჰყავს;

3) უპირატ. წიგნ., არქ. ის, ვინც; ნებისმიერი / ყოველი, ვინც (საზღვრული სიტყვა ნაგულისხმებია); bring who you want მოიყვანე, ვინც გინდა; deny it who may უარყოს ეს, ვისაც შეუძლია; who holds the sea, perforce doth hold the land ვინც ზღვას ფლობს, ის ქვეყანას მართავს; whom the gods would destroy, they first make mad ღმერთებს ვისი დაღუპვაც სურთ, ჯერ გონებას დააკარგვინებენ; who breaks pays ანდ. ვინც ამტვრევს, ის იხდის; შენი გაფუჭებული საქმე შენვე უნდა გამოასწორო;

Who's Who, Who is Who ა) "ვინ ვინ არის" (ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიული ცნობარი); ბ) ვინ ვინ არის; ვინ რას წარმოადგენს; I'm just getting to know who's who in the department სწორედ იმას ვარკვევ, ვინ ვინ არის / ვინ რას წარმოადგენს ამ განყოფილებაში; you'll soon find out who's who in the office მალე გაიგებ, ვინ ვინ არის მაგ ოფისში; who on earth, in the world, etc ემოც.-გამაძლ. საუბ. ვინ? who on earth would live in such a lonely place? ვინ იცხოვრებს ასეთ მივარდნილ ადგილას? who the hell [the devil] are you? ვინ ჯანდაბა [ეშმაკი] ხარ?

WHO who²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0163