ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

splutter II verb
[ʹsplʌtə(r)]
ბეჭდვა

1. ნაწყვეტ-ნაწყვეტად / გაურკვევლად ლაპარაკი (ლაპარაკობს) ან რისამე წარმოთქმა; ʘ ლუღლუღებს; ენა ებმება (ბრაზისგან, აღშფოთებისგან და მისთ.); "but ... but ... I can't believe ... how could you?" she spluttered "კი მაგრამ … კი მაგრამ … ვერ დამიჯერებია … ეს როგორ ქენი?" აღშფოთებული ლუღლუღებდა / ამბობდა იგი; her father spluttered with indignation მამამისს აღშფოთებისგან ენა ებმებოდა / გარკვევით ლაპარაკი უჭირდა; he began to splutter excuses ლუღლუღით მობოდიშება დაიწყო;

2. გადმოფურთხება (˂გადმო˃აფურთხებს), პირიდან გადმოგდება (ნერწყვისა, საჭმლისა და მისთ.); spluttering brackish water, he struggled to regain his feet პირიდან ტბის მომლაშო წყალს აფურთხებდა და ცდილობდა ფეხზე წამომდგარიყო;

3. უეცარი მკვეთრი ხმის გამოცემა (გამოსცემს); ბრახუნი, ტკაცუნი; შიშინი; დგაფუნი; the engine spluttered into life ძრავამ დაიტკაცუნა / დაიგრუხუნა და დაიქოქა; the firework spluttered and went out ფოიერვერკმა / შუშხუნამ დაიშიშინა და ჩაქრა; the bacon in the frying pan was spluttering and spitting fat ბეკონი ტაფაზე შიშხინებდა და ცხიმის შხეფებს ყრიდა.

splutter I spoil I

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0437