ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

open III verb
[ʹəʊp(ə)n]
ბეჭდვა

1. 1) გაღება (˂გა˃აღებს), გახსნა; to open a door [a gate, a window] კარის [ჭიშკრის, ფანჯრის] გაღება; they opened the road to traffic ტრანსპორტისათვის გზა გახსნეს; open in the name of the law! კანონის სახელით გააღეთ! to open one's eyes თვალ˂ებ˃ის გახელა [იხ. აგრ. ]; to open a prospect პერსპექტივის გადაშლა; the ship opened the harbour გემიდან ნავსადგური გამოჩნდა;

2) გაღება (˂გა˃იღება); the door opened კარი გაიღო;

2. 1) გახსნა (˂გა˃ხსნის), გაშლა, გადაშლა; to open one's hand მუჭის გახსნა / გაშლა; to open a book [a newspaper] წიგნის [გაზეთის] გადაშლა / გაშლა; to open a parcel ამანათის / შეკვრის გახსნა; to open the range სამხ. დამიზნების მანძილის გაზრდა;

2) გახსნა (˂გა˃იხსნება), გაშლა, გადაშლა (აგრ. გადატ.); the wound opened ჭრილობა გაიხსნა; new vistas opened before them მათ წინაშე ახალი პერსპექტივები / შესაძლებლობები გადაიშალა; my heart opens to your words თქვენმა სიტყვებმა ჩემს გულში გამოძახილი პოვა; he opened freely on the subject მან გულწრფელად / დაუფარავად გამოთქვა საკუთარი აზრი ამ საკითხზე; the mind of youth opens with each new experience ახალგაზრდა გონება ვითარდება / მდიდრდება ყოველი ახალი გამოცდილების შეძენასთან ერთად;

3) გაშლა (˂გა˃იშლება), აყვავება; the buds are opening in the sun კვირტები მზეზე სკდება / იშლება;

4) : I'd like some roses that are not too far opened თუ შეიძლება, რამდენიმე ახალგაშლილი ვარდი მომეცით;

3. 1) გახსნა (˂გა˃ხსნის), გაკვეთა; რაიმესაგან განთავისუფლება; to open an abscess მუწუკის გაჭრა / პირის გახსნა, მუწუკიდან ჩირქის გამოდენა; to open ground მიწის მოხვნა / დაბარვა / გათოხნა [იხ. აგრ. ]; to open the bowels კუჭ-ნაწლავის გაწმენდა / დაცლა (სასაქმებლის მიერ);

2) გახსნა (˂გა˃იხსნება); რაიმესაგან განთავისუფლება; how many times did your bowels open? რამდენჯერ გქონდათ კუჭ-ნაწლავის მოქმედება?

3) გზის გაყვანა (გაიყვანს); to open a mine [a well] შახტის [ჭაბურღილის] გაყვანა; to open a new road through a forest ახალი გზის გაჭრა ტყის გავლით;

open II openable

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0085