ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

life noun
[laɪf]
ბეჭდვა
(pl lives)

1. სიცოცხლე; ცხოვრება; the origin of life სიცოცხლის წარმოშობა; to study animal and plant life მცენარეებისა და ცხოველების სიცოცხლის შესწავლა; the struggle for life ბრძოლა არსებობისათვის; to come to life ა) ცხოვრების დაწყება, ქვეყნად გაჩენა, დაბადება; ბ) ʘ გაცოცხლდება; გამოცოცხლდება; გ) გონს მოსვლა (გულის წასვლის შემდეგ); to bring to life ა) ვისიმე / რისამე გაჩენა / დაბადება / წარმოქმნა; ბ) გაცოცხლება, მკვდრეთით აღდგენა; გამოცოცხლება; გ) გონს მოყვანა, მოსულიერება (გულის წასვლის შემდეგ); to lay down / to give / one's life საკუთარი სიცოცხლის რაიმესთვის შეწირვა / მსხვერპლად გაღება, თავის დადება; to sell one's life dear / dearly / მტრებისთვის საკუთარი სიცოცხლის ძვირად დასმა, დაღუპვამდე ბევრი მტრის დახოცვა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლა; to lose one's life ʘ დაიღუპა; to seek smb.'s life ʘ ვისიმე სიცოცხლის ხელყოფას / ვისიმე მოკვლას ცდილობს; to take smb.'s life ვისიმე მოკვლა / მოკვდინება; to take one's (own) life თავის მოკვლა, თვითმკვლელობის ჩადენა; to stake / to pawn / one's life საუბ. ʘ საკუთარ სიცოცხლეს ფიცავს / თავს დებს / თავს მოიჭრის, რომ …; this life რელიგ. ამქვეყნიური / სააქაო ცხოვრება; the other / the future, another / life რელიგ. იმქვეყნიური / საიქიო ცხოვრება;

2. 1) ცოცხალი არსებები, სიცოცხლე; is there any life on the planet Mars? არსებობს თუ არა სიცოცხლე / არიან თუ არა ცოცხალი არსებები პლანეტა მარსზე? the noise of life სიცოცხლის ხმაური / გუგუნი; the battle was won at great sacrifice of life ბრძოლა დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოგებული;

2) ცოცხალი არსება, ადამიანი; three lives were saved by his brave act მისმა მამაცურმა საქციელმა სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა; how many lives were lost? რამდენი ადამიანი დაიღუპა?

3. 1) სიცოცხლის ხანგრძლივობა; I have lived here all my life მთელი ჩემი სიცოცხლე / მთელი ჩემი დღე და მოსწრება აქ ვცხოვრობ; in life ვისიმე სიცოცხლის განმავლობაში / ცხოვრებაში; to marry early [late] in life ადრე [გვიან] დაქორწინება; at his time of life მის ასაკში; for life მთელი ცხოვრების განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე, სიკვდილამდე; სამუდამოდ [შდრ. აგრ. ]; a lease for three lives საიჯარო ხელშეკრულება ვადით სამი დასახელებული პირიდან უკანასკნელის გარდაცვალებამდე;

2) სადმე ყოფნის ვადა; his life in London ლონდონში მისი ყოფნა / ცხოვრება;

3) სამსახურის / მუშაობის ვადა (მანქანისა, დაწესებულებისა); ხანგრძლივობა, ხანგამძლეობა; the average life of steel rails [of a steamship] ფოლადის რელსების [გემის] გამოსადეგობის / სამსახურის საშუალო ვადა;

4) სლ. სამუდამო პატიმრობა;

lieutenant junior grade life-annuity

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0410