ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

case¹ I noun
[keɪs]
ბეჭდვა

1. 1) შემთხვევა; საქმის ვითარება; გარემოება; in any case ყველა / ნებისმიერ შემთხვევაში; მაინც; ასეა თუ ისე; in that / this / case ამ შემთხვევაში; in no case არავითარ შემთხვევაში; in case of რაიმე შემთხვევაში; in case of emergency უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში; კრიტიკულ სიტუაციაში; in the case of ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება; in the case of children under fourteen თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით; that's the case დიახ, ეს ასეა; it / that / is not the case ეს ასე არ არის; this is especially the case / when / განსაკუთრებით მაშინაც, როდესაც; such being the case ამ შემთხვევაში; ვინაიდან ეს ასეა; as the case may / might / be გააჩნია საქმის ვითარებას, სიტუაციისდა მიხედვით; as the case stands მოცემულ პირობებში; to meet the case ა) ʘ საკმარისია, დამაკმაყოფილებელია, მოთხოვნებს პასუხობს, აკმაყოფილებს; ბ) საკითხის გადაწყვეტა; as the case may require როგორც გარემოება მოითხოვს; the case with me is the reverse ჩემთან პირიქითაა საქმე; this is a case for the dean ეს დეკანის საქმეა; if I were in your case საუბ. თქვენს ადგილზე მე ...; this / it / is another case ეს სხვა საქმეა;

2) კონკრეტული შემთხვევა, მაგალითი; business case კონკრეტული მაგალითი ბიზნესის სფეროდან;

2. ფაქტები, დამამტკიცებელი საბუთები, არგუმენტები, მოსაზრებანი; არგუმენტაცია, დასაბუთება, საბუთიანობა; the case for disarmament არგუმენტები განიარაღების სასარგებლოდ; an unanswerable case უდავო მტკიცებულება; to have a good case კარგი / საბუთიანი არგუმენტაციის ქონა; to make out a case რისამე დასაბუთება / დამტკიცება; to make out one's case საკუთარი სიმართლის დამტკიცება; საკუთარი მოსაზრების დასაბუთება; to base one's case on smth. არგუმენტაციის დაფუძნება რაიმეზე; he put his case over თავისი გაიტანა; თავისი წინადადება, გეგმა და ა.შ. გაიტანა; to press one's case საკუთარი მოსაზრების ენერგიულად დასაბუთება, ახალ-ახალი დამამტკიცებელი საბუთების მოყვანა;

3. იურ. 1) სასამართლო საქმე; პრეცედენტი, შემთხვევა სასამართლო პრაქტიკაში; criminal cases სისხლისსამართლებრივი საქმე; a leading case, a case in precedent სასამართლო პრეცედენტი (რომელსაც წამყვანი როლი ენიჭება ანალოგიური საქმეების განხილვისას); a case of circumstantial evidence საქმე / ბრალდება, რომელსაც არაპირდაპირი მტკიცებულება / სამხილი უდევს საფუძვლად; to try a case გასამართლება, სასამართლოზე საქმის მოსმენა; the case will be tried tomorrov საქმე ხვალ გაირჩევა სასამართლოზე;

2) : the case for the prosecution სისხლის სამართლის პროცესის ნაწილი, რომელიც ბრალდებასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას მოიცავს; the case for the defendant ფაქტები მოპასუხის ან განსასჯელის სასარგებლოდ;

3) სამართლებრივი საკითხი; the case of law სამართლის საკითხი, შემთხვევა სასამართლო პრაქტიკაში;

4) სასამართლოს გადაწყვეტილება;

cascade II case¹ II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0231