(bound; bound,
მოძვ. bounden)
I
1. 1) შეკვრა (˂შე˃კრავს); შებოჭვა; გათოკვა; they bound his legs together so that he shouldn't escape მას ფეხები შეუკრეს, რომ არ გაქცეულიყო; to bind hand and foot ხელ-ფეხის შებოჭვა;
2) მიბმა (˂მი˃აბამს); Joan of Arc was bound to the stake and burnt to death ჟანა დ'არკი ბოძზე გააკრეს და დაწვეს;
3) წაკვრა (˂წა˃უკრავს), გაკვრა; his head was bound by a kerchief თავი თავსაფრით ჰქონდა გაკრული;
4) ქამრის შემოჭერა (˂შე˃მოუჭერს);
5) გადატ. გარშემორტყმა (გარს ˂შემო˃არტყამს);
2. წიგნის აკინძვა (აკინძავს), ყდაში ჩასმა; this book is bound in blue cloth ეს წიგნი ლურჯ ყდაშია ჩასმული; I shall have these magazines bound in one volume ეს ჟურნალები ერთად უნდა ავაკინძვინო;
3. ქობის დადება (˂და˃ადებს), კიდეების შემოქსოვა; the edge of the carpet was worn out, so we had it bound ხალიჩის კიდეები გაცვდა და ქობა დავადებინეთ;
4. გამაგრება (
˂გა
˃ამაგრებს), გამკვრივება; frost binds the ground in winter ზამთარში ყინვა მიწას ამკვრივებს; to bind the loose sand მოძრავი ქვიშის გამაგრება; clay binds when it is heated თიხა გაცხელებისას მაგრდება / მყარდება;
5. კუჭის შეკრულობის გამოწვევა (˂გამო˃იწვევს);
II ა
1. 1) დავალდებულება (˂და˃ავალდებულებს), დაკისრება, შებოჭვა (კანონით, შეთანხმებით და ა.შ.); his word binds him to good behaviour მისი პირობის / მიცემული სიტყვის თანახმად, კარგად უნდა მოიქცეს; the court's decision binds them to pay the fine სასამართლოს დადგენილების თანახმად, მათ ჯარიმა უნდა გადაიხადონ; they bound their agreement with a friendly handshake შეთანხმება მეგობრული ხელის ჩამორთმევით დაადასტურეს / განამტკიცეს;
2) : to bind oneself ვალდებულების აღება (იღებს); he bound himself to pay half the cost ხარჯების ნახევრის გადახდა თავის თავზე აიღო;
2. გარიგების დამოწმება (˂და˃ამოწმებს); to bind a bargain გარიგების დამოწმება (ბეს მიცემით, ხელმოწერით);
II ბ
1. 1) to be bound to do smth. რისამე აუცილებლად გაკეთება (˂გა˃აკეთებს); რისამე გაკეთების მორალური ვალდებულების ან მოთხოვნილების ქონა; he is bound to come აუცილებლად მოვა; he is bound to find a way out აუცილებლად იპოვის გამოსავალს;
2) to be bound to be, to happen, etc აუცილებლად მოხდენა (˂მო˃ხდება); it is bound to happen ეს აუცილებლად მოხდება; it is bound to rain tomorrow ხვალ უეჭველად იწვიმებს; we are bound to be successful ეჭვიც არ გვეპარება ჩვენს წარმატებაში;
2. to be bound by smth. რაიმეთი შებოჭვა (შებოჭილია); to be bound by a law ʘ შებოჭილია / ვალდებულია კანონით; he is bound by a promise შებოჭილია თავისივე პირობით / სიტყვით;
3. to be bound for some place მიმართულების აღება (აიღებს); the ship is bound for Bristol გემი ბრისტოლში მიემართება; I am bound for the sea ზღვაში გავდივარ;
4. to be bound up in smth., smb. ʘ რაიმეთი, ვინმეთი გატაცებულია; she is bound up in her work მხოლოდ თავისი საქმით არის გატაცებული;
▭ to bind over იურ. 1) ამერ. ვინმეს დავალდებულება (დაავალდებულებს), დაკისრება (კანონით, შეთანხმებით და ა.შ.); to bind over to appear ვინმეს დავალდებულება, გამოცხადდეს სასამართლოში; they were bound over to keep the peace მათ პირობა დაადებინეს, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არ დაარღვევდნენ;
2) ვინმესთვის პირობითი სასჯელის გამოტანა (გამოუტანს);
to bind up 1) ჭრილობის შეხვევა (˂შე˃ახვევს), სახვევის დადება; the wound was bound up carefully ჭრილობა საგულდაგულოდ გადაუხვიეს;
2) საერთო ყდაში ჩასმა (˂ჩა˃სვამს); he had the two books bound up into one volume ეს ორი წიგნი ერთ ყდაში ჩაასმევინა;
3) დაკავშირება (˂და˃უკავშირებს); this problem is bound up with many others ეს პრობლემა ბევრ სხვა პრობლემასთანაა დაკავშირებული;
◇ to be bound apprentice შეგირდად მიბარება; the boy was bound (as an) apprentice to a carpenter ბიჭი შეგირდად მიაბარეს დურგალს.