ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

beat¹ III verb
[bi:t]
ბეჭდვა
(beat; beaten, beat)

I

1. მაგრად რტყმა (ურტყამს), ცემა; ბრახუნი; ʘ ბრახუნი გააქვს; to beat at / on / the door კარზე ბრახუნი; the hail was beating against the windowpanes სეტყვას ფანჯრის მინებზე რაკარუკი გაჰქონდა; waves beat against the shore ტალღები ნაპირს ეხეთქებოდა; the hailstorm had beaten the wheat ხორბალი დაისეტყვა; the eagle beats the air with its wings არწივი ფრთების ქნევით ჰაერს აპობს; to beat a nut tree კაკლის ხის დაბერტყვა (ჭოკით);

2. 1) ცემა (სცემს), გალახვა, მიბეგვა; to beat with a stick ჯოხით მიბეგვა; to beat with a whip მათრახით ცემა, გამათრახება; to beat to death ცემით სიკვდილის პირას მიყვანა; badly beaten მაგრად ნაცემი; to beat black and blue ცემით დალილავება; you ought to be well beaten! მაგარი გასატყეპი ხარ! he was beating his horse mercilessly უმოწყალოდ ურტყამდა მათრახს თავის ცხენს;

2) დანაყვა (˂და˃ნაყავს); დაფქვა; დამტვრევა; to beat to powder, to beat small დანაყვით ფხვნილად ქცევა; to beat to pieces ნაწილებად დამტვრევა;

3. 1) (აგრ. at) შეჯიბრებაში, კონკურსში ვისიმე დამარცხება (˂და˃ამარცხებს); ჯობნა, მორევა; მოგება, გამარჯვება; their team was beaten მათი გუნდი დამარცხდა; he beat his adversary in the last round მან თავისი მოწინააღმდეგე ბოლო რაუნდში დაამარცხა; I can beat you at swimming ცურვაში გაჯობებ; the enemy was beaten and scattered მტერი დამარცხდა და პირი იბრუნა (გაიქცა); to beat smb. on points სპორტ. ქულებით მოგება;

2) პრობლემის, ავადმყოფობის და ა.შ. დაძლევა (˂და˃სძლევს), პრობლემისათვის, ავადმყოფობისათვის და ა.შ. თავის გართმევა; to beat the inflation ინფლაციის დაძლევა;

3) საუბ. საგონებელში ჩაგდება (ჩააგდებს), შეფიქრიანება; this problem can beat even the experts ამ პრობლემას შეუძლია ექსპერტებიც კი ჩიხში მოაქციოს / საგონებელში ჩააგდოს; it beats me არ მესმის, ვერ ვხვდები, ვერ გამიგია;

4) საუბ. ჯობნა (სჯობნის), ʘ აღემატება, უკეთესია, აჭარბებს; as a storyteller Chaucer beats all his contemporaries როგორც მთხრობელი, ჩოსერი ბევრად აღემატება ყველა თავის თანამედროვეს; to beat all ʘ ეს ყველაფერს აღემატება; you can't beat it შენ ამას უკეთ ვერ გააკეთებ;

5) ამერ. საუბ. მოტყუება (˂მო˃ატყუებს), გაცურება; გვერდის ავლა; to beat a statute კანონისთვის გვერდის ავლა; to beat a grocer's bill ბაყლის მოტყუება (ანგარიშის არასწორად გადახდა);

6) (to) გასწრება (˂გა˃ასწრებს, ˂გა˃უსწრებს); ვინმეზე ადრე მისვლა სადმე ან რაიმეს მიღწევა; we beat the train when it was nearing town მატარებელს გავუსწარით, როდესაც ის ქალაქს უახლოვდებოდა;

beat¹ II beat²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0599