ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სიახლეები წლების მიხედვით

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები
სიახლეებიბეჭდვა
12 აპრ. 2013
1 აპრილს და მის შემდგომ შემოსული გამოხმაურებების რაოდენობიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სიახლე, რომელიც გამოქვეყნდა dictionary.ge-ზე 1 აპრილს და ეხებოდა იდიომების, ანდაზების, ლექსებისა და პოემების მხატვრულ, ავტომატურ თარგმნას, იყო 1 აპრილის ხუმრობა. აღნიშნული ინფორმაცია, რომ ლექსიკონით შესაძლებელია იდიომების, ანდაზების, ლექსებისა და პოემების მხატვრული თარგმნა ავტომატურ რეჟიმში, არ შეესაბამება სიმართლეს.
1 აპრ. 2013
იდიომების, ანდაზების, ლექსებისა და პოემების მხატვრული თარგმნა დღეიდან უკვე ავტომატურ რეჟიმში არის შესაძლებელი დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონით. გამოაგზავნეთ სასურველი მასალა კონტაქტის გვერდიდან თემით "targmne!". სისტემა თქვენს მოთხოვნას ავტომატურად დაამუშავებს, თარგმნის და რამდენიმე წუთში დაგიბრუნებთ პასუხს.

P.S. მასალის გამოგზავნამდე, გთხოვთ დააკვირდეთ სიახლის გამოქვეყნების თარიღს ;)

8 თებ. 2013
უფრო მარტივი, მოკლე მისამართი. უბრალოდ აკრიფეთ: dict.ge
2 იან. 2013
დღეიდან, მუდმივ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ კრედიტი და მომენტალურად გაიქტიურონ მომსახურება. კრედიტის მისაღებად, მომხმარებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
  • მომსახურება შეჩერებულია გადაუხდელობის გამო
  • მომხმარებელს არა აქვს მიმდინარე დაუფარავი კრედიტი
  • მომხმარებელს აქტიური (გადახდილი) ჰქონდა მომსახურება მინიმუმ 2 სრული თვის განმავლობაში

1 კვირიანი კრედიტის ღირებულებაა 1 ლარი.

კრედიტის დაფარვა მოხდება ავტომატურად, შემდეგი გადახდის მიღებისთანავე.

კრედიტით მომსახურება განხორციელდება მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის.

1 იან. 2013
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის ჯგუფი გილოცავთ 2013 წელს, გისურვებთ კეთილდღეობასა და წარმატებულ წელს!

2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით რეგისტრირებული ყველა, როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებელი, საჩუქრად მიიღებს მომსახურების 1 კვირიან პერიოდს.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0105