ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სიახლეები წლების მიხედვით

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები
სიახლეებიბეჭდვა
29 სექ. 2012
განახლდა ასო B - არსებული მონაცემები ჩანაცვლდა გადამუშავებული და განახლებული ვერსიით.
4 აგვ. 2012
ონლაინ ლექსიკონში განთავსდა ასო P-ს საბოლოოდ შევსებული, შესწორებული და კორექტირებული ვარიანტი. მასში ასახულია ინგლისური და ქართული ენების ცნობილ სპეციალისტთა რჩევები და რეკომენდაციები, ისევე როგორც შემჩნეული შეცდომებისა და უზუსტობების გასწორება. რაც მთავარია, ბოლო ვერსიაში დამატებით შესულია სიხშირული პრინციპით შერჩეული დაახლოებით 50 აქტუალური სიტყვა. იმედია, ახალი ვერსია კიდევ უფრო სასარგებლო და გამოსადეგი იქნება დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მომხმარებელთათვის.

გარდა ამისა, მზადდება და აგვისტოში გამოვა ამავე ასოს (P) ბეჭდური ვერსია ცალკე რვეულის სახით, რაც, ვფიქრობთ, ასევე კარგი საჩუქარი იქნება ქართველი და ქართულენოვანი მკითხველი საზოგადოებისათვის!

30 იან. 2012
დასრულდა ძირითადი მუშაობა დიდ-ინგლისურ ქართულ ლექსიკონზე! "დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის" ონლაინ-ვერსიის მომხმარებლებმა შესაძლოა შენიშნეთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ეკრანზე ასო P-სთან კურსორის მიტანისას ჩნდება ტექსტი: "ასო P ლექსიკონში სრულადაა წარმოდგენილი". სწორედ ასო P იყო უკანასკნელი, რომელიც სულ ბოლო ხანებამდე ლექსიკონში სრული სახით არ იყო წარმოდგენილი და მის დასრულებასთან ერთად, პრაქტიკულად დასრულდა ძირითადი მუშაობა დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე! დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ბლოგზე.
3 იან. 2012
ლექსიკონში აიტვირთა ასო P-ს კიდევ ერთი შევსებული ვერსია. აღნიშნულ ასოს დაემატა სიტყვები: plough II - pneumonic, profile - pronoun, სულ 250 სიტყვა-სტატია. ასო P-ს შევსება კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება და მალე დასრულდება. დღეისათვის დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი მოიცავს ასო P-ს 6 600 სიტყვა-სტატიას.
1 იან. 2012
ლექსიკონის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ, 2012 წელს და მიმდინარე წლის 14 იანვრამდე დარეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს საჩუქრად გთავაზობთ მომსახურების 1 კვირიან პერიოდს.

არსებულ მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე დადასტურებული აქვთ რეგისტრაცია, საჩუქარი ავტომატურად დაერიცხებათ 2012 წლის 1 იანვარს.

ახალ მომხმარებლებს უფასო 1 კვირიანი პერიოდი დაერიცხებათ რეგისტრაციის დადასტურებისთანავე.

dictionary.ge გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ 2012 წელს!

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0114