ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სიახლეები წლების მიხედვით

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები
სიახლეებიბეჭდვა
10 დეკ. 2011
განახლდა ასო P. დამატებულია სიტყვები: Platonic – plough I, proceed-proficient, სულ 250 სიტყვა-სტატია. ასო P-ს შევსება კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება და მალე დასრულდება.

დღეისათვის ლექსიკონი მოიცავს ასო P-ს 6 350 სიტყვა-სტატიას.

28 ნოე. 2011
ლექსიკონში აიტვირთა ასო P-ს კიდევ ერთი შევსებული ვერსია. აღნიშნულ ასოს დაემატა სიტყვები: pistache - Platonesque, presumable - procedure word, სულ 600-მდე სიტყვა-სტატია. ასო P-ს შევსება კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება და მალე დასრულდება. დღეისათვის დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი მოიცავს ასო P-ს 6 100 სიტყვა-სტატიას.
11 ნოე. 2011
ჩვენთვის ცნობილი გახდა დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის მასალის უკანონო კოპირებისა და გავრცელების ფაქტი. ერთ-ერთი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის შესწავლის შემდეგ, რომელიც განთავსებული იყო მისამართზე www.en-ge-en.com, აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სიტყვა ასოებზე A, B, C, D, E, F, G, H, I, J, K, L, M, N, O, Q, T, U, V, W და ნაწილობრივ P კოპირებული იყო dictionary.ge ლექსიკონიდან.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ ოფიციალური, დასაბუთებული წერილით მივმართეთ ვებ-გვერდის ჰოსტინგ პროვაიდერს, შედეგად ვებ გვერდს www.en-ge-en.com შეუჩერდა მომსახურება.

მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში dictionary.ge-ს ადმინისტრაცია მზად არის მიმართოს სასამართლოს, რაც საავტორო მასალის უკანონოდ გავრცელების წყაროების შეჩერებასთან ერთად, ფინანსურ სანქციებსაც გაითვალისწინებს დამრღვევების მიმართ.

9 სექ. 2011
ასო P დღეს კიდევ ერთხელ შეივსო. აღნიშნულ ასოს დაემატა სიტყვები: pile – pistol, 500 სიტყვა-სტატია. ასო P-ს შევსება კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება და დასრულდება ნოემბერში. დღეისათვის ონლაინ-ვერსია მოიცავს ასო P-ს 5 500 სიტყვა-სტატიას.
5 სექ. 2011
დღეს ონლაინ ლექსიკონში განთავსდა ასო P-ს შევსებული ვერსია, სიტყვები: poll - presto. აღნიშნული ასოს შევსება ინტენსიურად გაგრძელდება და დასრულდება ნოემბერში. დღეისათვის ონლაინ-ვერსია მოიცავს ასო P-ს 5 000 სიტყვა-სტატიას.
19 აგვ. 2011
სექტემბრის შუა რიცხვებში ონლაინ ლექსიკონში განთავსდება ასო P-ს ბოლოსწინა შევსებული ვერსია. ნოემბერში კი დასრულდება მუშაობა აღნიშნულ ასოზე და შესაბამისად, დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის პირველ ეტაპზე.

წლის ბოლოსათვის გამოიცემა დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მე-14 ტომი, რომელშიც შევა ასოები P, Q.

17 აგვ. 2011

მოცემული ისტორიული მომენტი ძალზე მნიშვნელოვანია ქართული ენის განვითარებისთვის. ქართულმა ენამ დაიბრუნა სახელმწიფო ენის ფუნქცია და დაიწყო განვითარება თანამედროვე რეალიებთან მისასადაგებლად. თანდათან ხმარებაში შემოვიდა საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიასთან, თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობასთან, სამართალწარმოებასთან და თავისუფალი საზოგადოების არსებობის სხვა ასპექტებთან დაკავშირებული სიტყვები და გამოთქმები, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინები. საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველო გარე სამყაროსთან ურთიერთობას ძირითადად რუსული ენის მეშვეობით ახორციელებდა. დღეს ეს ფუნქცია ინგლისურმა ენამ უნდა იტვირთოს, რაც დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისათვის.

სწორედ ამ მიზნით, დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ადმინისტრაციამ შეიმუშავა კორპორაციული შეთავაზების პაკეტები საქართველოს სკოლებისათვის, უმაღლესი სასწავლებლებისათვის, ქართული და უცხოური კორპორაციებისათვის, ბანკებისათვის, ორგანიზაციებისათვის, სამთავრობო სტრუქტურებისათვის. ვფიქრობთ, აღნიშნული შეთავაზება ხელს შეუწყობს დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის დამკვიდრებას როგორც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ისე სხვადასხვა სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და საწარმოებში. მეორე მხრივ, სარედაქციო ჯგუფს ექნება მკითხველთა ფართო სპექტრის გამოხმაურება, რაც ხელს შეუწყობს ლექსიკონის შევსებას თანამედროვე ტერმინოლოგიით.

გადახედეთ და შეუერთდით ჩვენი კორპორაციული მომხმარებლების ჩამონათვალს.

10 ივნ. 2011
დღეს ონლაინ-ლექსიკონში აიტვირთა ასო R-ის ბოლო შევსებული ვერსია. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ასო სასწავლო ლექსიკონის სიტყვანის მიხედვითაა წარმოდგენილი, თუმცა ონლაინ-ლექსიკონში შეტანილია ყველა ძირითადი სიტყვა ასო R-ზე, ამ სიტყვების ყველაზე გავრცელებული, არსებითი მნიშვნელობები. ასო R შეიცავს დიდი რაოდენობით დარგობრივ ტერმინოლოგიას. მომავალში მუშაობა აღნიშნულ ასოზე კვლავაც გაგრძელდება. იგი შეივსება უფრო არქაული, მოძველებული, დიალექტური სიტყვებით, ან ლექსიკონში უკვე შეტანილ სიტყვებს დაემატება მოძველებული, დიალექტური და არქაული მნიშვნელობები. ეს ლექსიკა საჭიროა ქართველი მთარგმნელებისათვის, რომლებიც ინგლისურენოვან ლიტერატურას თარგმნიან ჩვენ მშობლიურ ენაზე.
29 აპრ. 2011
დღეს ონლაინ-ლექსიკონში აიტვირთა ასო S-ის ბოლო შევსებული ვერსია. გვსურს მოგილოცოთ და ჩვენ სარედაქციო კოლეგიასაც მივულოცოთ ლექსიკონზე მუშაობის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი - დასრულდა ინგლისური ანბანის ყველაზე დიდი და რთული ასო. მართალია, ამჯერად აღნიშნული ასო სასწავლო ლექსიკონის სიტყვანის მიხედვითაა წარმოდგენილი, მაგრამ ონლაინ-ლექსიკონში შეტანილია ყველა ძირითადი სიტყვა ასო S-ზე, შეტანილია ამ სიტყვების ყველაზე გავრცელებული, არსებითი მნიშვნელობები. მომავალში მუშაობა აღნიშნულ ასოზე კვლავაც გაგრძელდება. იგი შეივსება უფრო არქაული, მოძველებული, დიალექტური სიტყვებით, ან ლექსიკონში უკვე შეტანილ სიტყვებს დაემატება მოძველებული, დიალექტური და არქაული მნიშვნელობები. ეს ლექსიკა საჭიროა ქართველი მთარგმნელებისათვის, რომლებიც ინგლისურენოვან ლიტერატურას თარგმნიან ჩვენ მშობლიურ ენაზე. ასო S ასევე შეივსება ტერმინოლოგიური ლექსიკით, რაც უმნიშვნელოვანესია იმ სპეციალისტებისათვის, რომლებიც დარგობრივ ტექსტებზე მუშაობენ (თუმცა ლექსიკონში ამ ეტაპზეც საკმაოდაა შეტანილი სიტყვა-ტერმინები ასო S-ზე).
უახლოეს დღეებში ჩვენ მკითხველებს გავახარებთ ასო R-ის ბოლო შევსებული ვერსიით. ამ სამუშაოების შემდგომ, ჩვენ სარედაქციო ჯგუფს შესავსები დარჩება მცირე ნაწილი ასო P-ისა, რასაც, ჩვენი ვარაუდით, ივნისისთვის დავასრულებთ.
7 მარ. 2011
ლექსიკონის მონაცემთა ბაზაში განთავსდა ასო S-ის ბოლოსწინა შევსებული ვერსია და დღეისათვის მოიცავს 4 000-მდე სიტყვა-სტატიას S-დან – stylishly-მდე. S-ის სრული ვერსია ლექსიკონში აპრილში განთავსდება.
4 მარ. 2011
დღეს ონლაინ-ლექსიკონში აიტვირთა ასო R-ის ბოლოსწინა შევსებული ვერსია. ასო R ონლაინ-ლექსიკონში დღეისათვის მოიცავს 2 000-მდე სიტყვა-სტატიას R – roam.
აღნიშნული ასოს სრული შევსებული ვერსია ინტერნეტში განთავსდება აპრილის შუა რიცხვებამდე.
28 თებ. 2011
მიმდინარე წლის 4 მარტს ინტერნეტში აიტვირთება ასოების R და S ბოლოსწინა ვერსიები. აპრილის შუა რიცხებში ონლაინ-ლექსიკონში განთავსდება აღნიშნული ასოების სრული შევსებული ვერსიები.
28 თებ. 2011
მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი მკითხველებისათვის!
ონლაინ-ლექსიკონს უკვე აქვს საძიებო სისტემის ლოგირების შესაძლებლობა, რომელიც სარედაქციო კოლეგიას საშუალებას აძლევს გააანალიზოს ლექსიკონის მკითხველების მიერ მოძიებული სიტყვები. ლოგის მეშვეობით დგინდება ის სიტყვები და შესიტყვებებიც, რომლებიც მომხმარებელმა ლექსიკონში ვერ მოიძია. ამგვარი შემთხვევები არ რჩება რეაგირების გარეშე. სიტყვები და შესიტყვებები, რომლებიც მომხმარებელმა ლექსიკონში ვერ მოიძია, ერთი კვირის განმავლობაში ემატება ლექსიკონს (მაგ. იხილეთ due diligence, good practices, best practice).
16 თებ. 2011
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ონლაინ-ლექსიკონის მომხმარებლებს სააბონენტო გადასახადის გადახდა შეუძლიათ ლარით, მათი პლასტიკური ბარათიდან ჩამოიჭრება ლარის ეკვივალენტი დოლარში ან ევროში. მარტიდან შესაძლებელი იქნება გადასახადის დოლარით და ევროთი გადახდაც.
31 იან. 2011
დღეს ონლაინ-ლექსიკონში აიტვირთა ასო S-ს შევსებული ვერსია. აღნიშნულ ასოს დაემატა სიტყვები: squad – sticky.
28 იან. 2011
დღეს ონლაინ-ლექსიკონში აიტვირთა ასო P-ს შევსებული ვერსია. აღნიშნულ ასოს დაემატა სიტყვები: power – presto. დღეისათვის ონლაინ-ლექსიკონში შესულია ასო P-ს 4 500 სიტყვა-სტატია. 31 იანვარს ახალი სიტყვებით შეივსება ასო S.
23 იან. 2011
მომავალ კვირას ონლაინ-ლექსიკონში აიტვირთება ასო P-ს მომდევნო შევსებული ვერსია. იანვრის ბოლოს ახალი სიტყვა-სტატიებით შეივსება ასო S-ც. შეგახსენებთ, რომ ასო R პერიოდულად ივსება ახალი სიტყვებით. მიმდინარე თვეში აღნიშნულ ასოს დაემატა სიტყვები: reptile-retaliatory.
ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0130