ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები
ლექსიკონის ინსტრუქციაბეჭდვა

შინაარსი

ტექნიკური ინსტრუქცია

1. სისტემური მოთხოვნილებები

2. ინგლისური სიტყვის ძიება

3. ინგლისური შესიტყვების, ფრაზული ზმნის, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიება

4. ქართული სიტყვის ძიება

5. ქართული შესიტყვების, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიება

სიტყვა-სტატიის აგებულებისა და ლექსიკონით სარგებლობის შესახებ

1. მართლწერა

2. ტრანსკრიფცია

3. მნიშვნელობათა ნუმერაცია და სასვენი ნიშნები

4. სიტყვის გრამატიკული დახასიათება

4.1. არსებითი სახელი

4.2. ზედსართავი სახელი

4.3. ზმნიზედა

4.4. ზმნა

4.5. ნაცვალსახელი

4.6. რიცხვითი სახელი

4.7. წინდებული და კავშირი

4.8. აფიქსები

4.9. გრამატიკული კვალიფიკაციები

5. სხვა კვალიფიკაციები

5.1. დროისმიერი კვალიფიკაციები

5.2. სტილისტიკური კვალიფიკაციები

5.3. ადგილისმიერი კვალიფიკაციები

5.4. დარგობრივი კვალიფიკაციები

6. მითითებანი

7. თარგმანი

8. ლექსიკონში გამოყენებული სიმბოლური ნიშნები

9. ინგლისური შემოკლებანი

10. ქართული შემოკლებანი

ტექნიკური ინსტრუქცია

დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ინგლისური სიტყვების, შესიტყვებების, ფრაზული ზმნების, ფრაზეოლოგიური ერთეულების მოძიება, ასევე ქართული სიტყვების, შესიტყვებების, ფრაზეოლოგიური ერთეულების ძიება.

ლექსიკონი უპირატესად ინგლისურ-ქართულია, ვინაიდან მეთაურ სიტყვებად ინგლისური სიტყვები გვევლინება, მაგრამ პროგრამა ლექსიკონის მომხმარებელს ქართული მასალის მოძიების საშუალებასაც აძლევს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ონლაინ-ლექსიკონის ტექნიკურ ინსტრუქციას, რათა მაქსიმალურად სრულად გამოიყენოთ მისი შესაძლებლობები.

შინაარსი

1. სისტემური მოთხოვნილებები

ონლაინ-ლექსიკონი წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნილებების მიხედვით შემუშავებულ ვებ-აპლიკაციას - კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში, ვებ-გვერდზე, ხოლო მომხმარებელი სარგებლობს ამ პროგრამით ვებ-ბრაუზერის მეშვეობით. შესაბამისად, ლექსიკონით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტ ქსელში ჩართული თითქმის ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობით, რომელიც სტანდარტული ქართულ და ინგლისურენოვანი ვებ-გვერდების სრულყოფილად გამოსახვისა და მათთან ინტერაქციის საშუალებას იძლევა.

ვებ-აპლიკაციის გამართული ფუნქციონირებისთვის რეკომენდებულია შემდეგი:

დამატებითი რეკომენდაციები: (არ არის სავალდებულო)

შინაარსი

2. ინგლისური სიტყვის ძიება

სასურველი ინგლისური სიტყვის მოსაძებნად, აკრიფეთ სიტყვა ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ ძიების ველში და დააჭირეთ ღილაკს "ძიება". ლექსიკონი გამოიტანს ძიების შედეგებს - სიტყვებს მოკლე ანოტაციებით (სურათი 1).

სურათი 1

სიტყვა-სტატიის სრული ვერსიის სანახავად, შედეგებიდან აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო სიტყვა. ლექსიკონი გამოიტანს სიტყვა-სტატიის სრულ ვერსიას (სურათი 2).

სურათი 2

სასურველი სიტყვის მოძიებისთვის, სიტყვის სრულად აკრეფა არ არის აუცილებელი, საკმარისია აიკრიფოს სიტყვის პირველი რამდენიმე ასო. ძიების შედეგებში გამოჩნდება თქვენთვის სასურველი სიტყვაც (სურათი 3).

სურათი 3

ძიების ველში სიტყვის ორთოგრაფიული შეცდომით მითითების შემთხვევაში, ლექსიკონი შეძლებისდაგვარად შემოგთავაზებთ სიტყვის სწორ ორთოგრაფიულ ვარიანტს (სურათი 4).

სურათი 4

იმ შემთხვევაში, თუ სასურველი სიტყვის ძიებისას, ბევრი რელევანტური ან მსგავსი სიტყვა-სტატია მოიძებნება (სურათი 5), გამოიყენეთ "ზუსტი დამთხვევა". ძიების შედეგებში გამოჩნდება ზუსტად ის სიტყვა-სტატიები, რომელთაც თქვენ ეძებთ (სურათი 6).

სურათი 5

სურათი 6

შინაარსი

3.ინგლისური შესიტყვების, ფრაზული ზმნის, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიება

ინგლისური შესიტყვების, ფრაზული ზმნის, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიებისას აკრიფეთ სასურველი შესიტყვება ან ფრაზა ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ ძიების ველში. მონიშნეთ "მთელ ტექსტში" და "ზუსტი დამთხვევა" და დააჭირეთ ღილაკს "ძიება". ლექსიკონი გამოიტანს ძიების შედეგებს - სიტყვებს მოკლე ანოტაციებით (სურათი 7).

სურათი 7

სიტყვა-სტატიის სრული ვერსიის სანახავად, შედეგებიდან აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო სიტყვა. საძებნი შესიტყვება ან ფრაზა სიტყვა-სტატიაში ყვითელი მარკერით იქნება მონიშნული (სურათი 8).

სურათი 8

ხშირ შემთხვევაში ინგლისურ შესიტყვებას ან ფრაზას სინონიმური წევრი აქვს, ამიტომ შესიტყვების ან ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიებისას "ზუსტი დამთხვევის" გამოყენება ყოველთვის ვერ მოხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ ზუსტი დამთხვევით შედეგები არ იძებნება, ლექსიკონი შემოგთავაზებთ მოიძიოთ სასურველი ერთეული "ზუსტი დამთხვევის" გარეშე (სურათები 9, 10 და 11).

სურათი 9

სურათი 10

სურათი 11

შინაარსი

4.ქართული სიტყვის ძიება

ქართული სიტყვის ძიებისას გადაიყვანეთ კლავიატურა ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში მიჰყევით ქართული კლავიატურის ინსტალაციის ინსტრუქციას ან ისარგებლეთ ლექსიკონის ძიების ნაწილში მოთავსებული გადამრთველით). აკრიფეთ სასურველი სიტყვა ძიების ველში, მონიშნეთ "მთელ ტექსტში" და "ზუსტი დამთხვევა" და დააჭირეთ ღილაკს "ძიება" (სურათი 12).

ლექსიკონი გამოიტანს ძიების შედეგებს - ინგლისურ სიტყვებს, რომლებშიც საძიებო ქართული სიტყვაა გამოყენებული (სურათი 12).

სურათი 12

სიტყვა-სტატიის სრულ ვერსიაში თქვენთვის საინტერესო ქართული სიტყვა ყვითელი მარკერით იქნება მონიშნული (სურათი 13).

სურათი 13

შინაარსი

5.ქართული შესიტყვების, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიება

ქართული შესიტყვების, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიებისას გადაიყვანეთ კლავიატურა ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში მიჰყევით ქართული კლავიატურის ინსტალაციის ინსტრუქციას ან ისარგებლეთ ლექსიკონის ძიების ნაწილში მოთავსებული გადამრთველით), აკრიფეთ სასურველი შესიტყვება ან ფრაზა ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ ძიების ველში. მონიშნეთ "მთელ ტექსტში" და "ზუსტი დამთხვევა" და დააჭირეთ ღილაკს "ძიება" (სურათი 14).

ლექსიკონი გამოიტანს ძიების შედეგებს - ინგლისურ სიტყვებს, რომლებშიც მოცემული ქართული ფრაზა ან შესიტყვებაა გამოყენებული (სურათი 14).

სურათი 14

სიტყვა-სტატიის სრულ ვერსიაში თქვენთვის საინტერესო შესიტყვება ან ფრაზა სიტყვა-სტატიაში ყვითელი მარკერით იქნება მონიშნული (სურათი 15).

სურათი 15

ზოგ შემთხვევაში ქართულ შესიტყვებას ან ფრაზას სინონიმური წევრი აქვს, ამიტომ შესიტყვების ან ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიებისას "ზუსტი დამთხვევის" გამოყენება ყოველთვის ვერ მოხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ ზუსტი დამთხვევით შედეგები არ იძებნება, ლექსიკონი შემოგთავაზებთ მოიძიოთ სასურველი ერთეული "ზუსტი დამთხვევის" გარეშე (სურათები 16, 17 და 18).

სურათი 16

სურათი 17

სურათი 18

შინაარსი

სიტყვა-სტატიის აგებულებისა და ლექსიკონით სარგებლობის შესახებ

წინამდებარე ლექსიკონში დამოუკიდებელ სალექსიკონო ერთეულებად შედის: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა, ზმნიზედა, კავშირი, ნაწილაკი, წინდებული, აფიქსი და შორისდებული.

შინაარსი

1. მართლწერა

ინგლისურ სიტყვას რიგ შემთხვევაში დაწერილობის რამდენიმე ვარიანტი აქვს

1.1. თუ ვარიანტები თანაბრად გავრცელებულია თანამედროვე ინგლისურში, მათ შორის წერია სიტყვა ან. მაგ.:

anecdotic ან anecdotical.

1.2. თუ ერთ-ერთი ვარიანტი ნაკლებადაა გავრცელებული, მას წინ უწერია სიტყვა აგრ. (აგრეთვე). მაგ.:

acaricide აგრ. acaracide.

1.3. თუ სიტყვის რამდენიმე მეორეული ვარიანტი თანაბრად იხმარება, მათ შორის პირველს წინ უწერია აგრ., შემდეგ კი - ან. მაგ.:

acaridan აგრ. acaridean ან acaridian.

1.4. თუ სიტყვის ვარიანტების დაწერილობა იმდენად განსხვავებულია, რომ შეუძლებელია მათი ერთ სიტყვა-სტატიაში გაერთიანება, ვარიანტი ცალკე სალექსიკონო ერთეულადაა გამოტანილი თავის ადგილას ანბანის მიხედვით თარგმანის გარეშე ძირეულ ვარიანტზე მითითებით. მაგ.:

loth [ləʊθ] = loath.

rime [raɪm] = rhyme.

1.5.1. თუ ამა თუ იმ მნიშვნელობით სიტყვა დიდი ასოთი იწყება, ქართულ თარგმანს წინ ფრჩხილებში უწერია მოცემული სიტყვა დიდი ასოთი. მაგ.:

lion ['laɪən] n 1. ზოოლ. ლომი (Felis leo); ... 3. (Lion) ლომი (თანავარსკვლავედი და ზოდიაქოს ნიშანი).

1.5.2. თუ სიტყვა დიდი ასოთი იწერება, ხოლო მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა პატარა ასოთი, ქართულ თარგმანს წინ ფრჩხილებში უწერია მოცემული სიტყვა პატარა ასოთი. მაგ.:

French ... 4. (french) კულინ. ფრანგული წესით მომზადება.

1.5.3. თუ ერთ-ერთი მნიშვნელობით სიტყვა დიდი ასოთი იწერება და ამავე დროს მას მრავლობითი რიცხვის ფორმა აქვს, ფრჩხილებში სიტყვა მრავლობითი რიცხვის ფორმითაა მოცემული. მაგ.:

dissenter ... 2. (Dissenters) pl დისენტერები.

შინაარსი

2. ტრანსკრიფცია

ვინაიდან ინგლისური სიტყვის წარმოთქმა უმეტესწილად განსხვავდება გრაფიკული გამოსახულებისაგან, თითოეულ სიტყვას ახლავს კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებული ტრანსკრიფცია, რომელიც გადმოსცემს სიტყვის ჟღერადობას. სალექსიკონო სიტყვის წარმოთქმა მთლიანად ეყრდნობა სალიტერატურო ენის მიღებულ ნორმებს. ლექსიკონში შეტანილია სიტყვის წარმოთქმის ყველაზე გავრცელებული ვარიანტები. მაგ.:

abaca ['æbə'kɑ:, 'æbəkə]

თუკი სხვაობას ესა თუ ის დამატებითი კომპონენტი ქმნის, ტრანსკრიფციაში იგი მრგვალი ფრჩხილებით გამოიყოფა. მაგ.:

actinisation [æk͵tɪn(a)ɪ'zeɪʃ(ə)n], აღნიშნული ტრანსკრიფცია მოიცავს ვარიანტებს: [æk͵tɪnaɪ'zeɪʃən], [æk͵tɪnɪ 'zeɪʃn] და ა.შ.

ლექსიკონში სიტყვის წარმოთქმის გადმოსაცემად ძირითადად გამოყენებულია საერთაშორისო ფონეტიკური ასოციაციის მიერ შემუშავებული ფონეტიკური ნიშნები. შეცვლილია მხოლოდ რამდენიმე ხმოვნის აღნიშვნა: უკანა რიგის დაბალი აწეულობის ხმოვნისათვის, რომელიც ტრადიციულად [ɔ] ნიშნით აღინიშნება, შემოღებულია ტრანსკრიფციული ნიშანი [ɒ], უკანა რიგის მაღალი აწეულობის ხმოვნისათვის, რომელიც [u] ნიშნით აღინიშნება, შემოღებულია ნიშანი [ʊ], ხოლო შერეული რიგის გრძელი ხმოვნისათვის, რომელიც საერთაშორისო ფონეტიკური ასოციაციის ტრანსკრიფციის მიხედვით [ə:] ნიშნით აღინიშნება, შემოღებულია ნიშანი [ɜ:].

დასახელებულ ხმოვანთა ამგვარმა აღნიშვნამ (რასაც როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამართლებაც აქვს) მკვიდრად მოიკიდა ფეხი ლექსიკონების თანამედროვე გამოცემებში. ლინგვისტური თვალსაზრისით, სხვაობა ისეთ წყვილებს შორის, როგორიცაა:

cot [kɒt] - caught [kɔ:t]

pull [pʊl] - pool [pu:l]

commas ['kɒməz] - commerce ['kɒmɜ:s] და მისთ. დაპირისპირებულ ხმოვანთა თვისებრივ სხვაობას ეყრდნობა და არა რაოდენობრივს (ანუ სხვაობას სიგრძე-სიმოკლის მიხედვით). იგივე პრინციპია გატარებული ხმოვნების აღნიშვნისას დიფთონგებში. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს დიფთონგი əʊ, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება ნიშნებით. ამიტომ ინგლისურ ხმოვანთა სისტემის ათვისების გასაადვილებლად მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სხვადასხვა ფონემის განსხვავებული ნიშნებით გადმოცემა, კერძოდ ასე:

ɑ: ʌ ɪə
ɔ: ɒ ɛə
u: ʊ ʊə
ɪ: ɪ ɔɪ
ɜ: ə əʊ

შინაარსი

3. მნიშვნელობათა ნუმერაცია და სასვენი ნიშნები

3.1. მსგავსი დაწერილობის, მაგრამ სრულიად განსხვავებული ლექსიკური მნიშვნელობის მქონე ომონიმური ფორმები მარჯვენა ზედა კუთხეში პატარა არაბული ციფრებითაა აღნიშნული. ნუმერაცია ასახავს სიტყვის მნიშვნელობათა იერარქიას.მაგ.:

bay1 [beɪ] n 1. უბე, ყურე; ...

bay2 [beɪ] n სლ. თეთრკანიანი.

3.2. კონვერსიით ნაწარმოები ფორმები, რომელნიც ერთი და იმავე ლექსიკური მნიშვნელობისანი არიან, მაგრამ სხვადასხვა მეტყველების ნაწილებს განეკუთვნებიან, რომაული ციფრებით აღინიშნება. მაგ.:

bay3 I [beɪ] n 1. ყეფა; ...

bay3 II [beɪ] v 1. ყეფა (ყეფს); ...

კონვერსიით ნაწარმოები სიტყვები შემდეგი თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი:

I n არსებითი სახელი V pron ნაცვალსახელი
II a ზედსართავი სახელი VI prep წინდებული
III adv ზმნიზედა VII cj კავშირი
IV v ზმნა VIII int შორისდებული

3.3. როგორც ცნობილია, პოლისემიური სიტყვის ცალკეული მნიშვნელობები, ლექსიკურ-სემანტიკური ვარიანტები თანაბარი ღირებულებისა არ არის. ყოველი პოლისემიური სიტყვის სტრუქტურაში გამოიყოფა "სემანტიკური ცენტრები", "მსხვილი" (ანუ ძირითადი) მნიშვნელობები, რომლებიც ლექსიკონში მუქი ციფრებითაა გამოყოფილი: 1., 2. და ა.შ. მოცემული "სემანტიკური ცენტრები" რიგ შემთხვევაში შეიცავს ქვემნიშვნელობებს, რომლებიც ლექსიკონში ფრჩხილიანი არაბული ციფრებითაა დანომრილი: 1), 2), 3) ... მაშასადამე, პოლისემიური სიტყვის სალექსიკონო სტატიაში ორმაგი ნუმერაციაა: 1. 1), 2), 3) ...

ფრაზეოლოგიური ერთეულის პოლისემიის შემთხვევები გამოყოფილია ქართული ანბანის ფრჩხილიანი ასოებით: ა), ბ), გ) ...

3.4. ინგლისური სიტყვის მნიშვნელობის სინონიმური თარგმანები მძიმით იმიჯნება, ხოლო აზრობრივ-სტილისტიკური თვალსაზრისით რამდენადმე განსხვავებული თარგმანები - წერტილ-მძიმით. მაგ.:

confabulation [kən͵fæbjʊ'leɪʃən] n მეგობრული საუბარი, მუსაიფი.

conductance [kən'dʌktəns] n ელექტროგამტარობა; გამტარობა.

წერტილ-მძიმით გამიჯნულია პოლისემიური სიტყვის ცალკეული მნიშვნელობებიც.

წერტილ-მძიმე დასმულია აგრეთვე მნიშვნელობის ქართული ეკვივალენტის შემდეგ - მაგალითის წინ. მაგ.:

confer [kən'fɜ:] v 1. ჩუქება (აჩუქებს), ბოძება, წყალობა; to confer a degree ...

შინაარსი

4. სიტყვის გრამატიკული დახასიათება

თითოეულ სალექსიკონო ერთეულს ახლავს გრამატიკული დახასიათება. კერძოდ, ნაჩვენებია, რომელი მეტყველების ნაწილია აღწერილი სალექსიკონო სტატიაში (n - noun არსებითი სახელი; v - verb ზმნა და სხვ.; იხ. ინგლისური შემოკლებანი). მეტყველების ნაწილის გრამატიკული კვალიფიკაცია უშუალოდ მოსდევს სიტყვის ტრანსკრიფციას. შემდეგ, ყოველ მეტყველების ნაწილს ერთვის სათანადო გრამატიკული დახასიათება.

შინაარსი

4.1. არსებითი სახელი

4.1.1. არსებით სახელთან ფრჩხილებში მიეთითება:

4.1.1.1. არაწესიერი წარმოების მრავლობითი რიცხვის ფორმები. მაგ.:

wife [waɪf] n (pl wives) ...

man [mæn] n (pl men) ...

4.1.1.2. უცხო სიტყვათა მრავლობითი რიცხვის ფორმები. მაგ.:

phenomenon [fɪ'nɒmɪnən] n (pl -mena) ...

4.1.1.2. იმ არსებით სახელთა მრავლობითი რიცხვის ფორმები, რომლებიც o-ზე მთავრდება. მაგ.:

potato [p(ə)'teɪtəʊ] n (pl -oes [-əʊz]) ...

4.1.2. თუ არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში ფორმას არ იცვლის, ეს ფრჩხილებში მიეთითება შემდეგნაირად:

sheep [ʃi:p] n (pl ფორმაუცვ.) ...

4.1.3. რთულ არსებით სახელებთან ფრჩხილებში მიეთითება იმ კომპონენტის მრავლობითი რიცხვის ფორმა, რომელსაც დაერთვის მრავლობითი რიცხვის ნიშანი, ან რომელიც იცვლის ფუძისეულ ხმოვანს. მაგ.:

mother-in-law ['mʌð(ə)rɪn͵lɔ:] n (pl mothers- ['mʌðəz-]) ...

Manxman ['mæŋksmən] n (pl -men [-mən]) ...

ზემოთ მითითებული ფორმებიდან ცალკე სალექსიკონო სტატიად, თავის ადგილას ანბანის მიხედვით, გამოტანილია 4.1.1.1. პუნქტში ჩამოთვლილი ფორმები, ხოლო 4.1.1.2. პუნქტიდან ცალკე გამოტანილია მხოლოდ ლათინური სიტყვების მრავლობითი რიცხვის ფორმები. ამ ფორმებს ახლავს სათანადო მითითება ძირეულ ფორმაზე. მაგ.:

wives [waɪvz] wife-ის pl.

phenomena [fɪ'nɒmɪnə] phenomenon-ის pl.

4.1.4. თუ არსებითი სახელი ერთ-ერთი მნიშვნელობით იხმარება მხოლოდ მრავლობით რიცხვში, აღნიშნულ მნიშვნელობასთან მითითებულია pl. მაგ.:

feature ['fi:tʃə] n 1. ... 4. ჩვეულ. pl. სახე, სახის გამომეტყველება.

4.1.5. თუ მრავლობითი რიცხვის ფორმა მთლიანად ლექსიკალიზებულია, ასეთ შემთხვევაში იგი გამოიყოფა ცალკე სალექსიკონო ერთეულად. მაგ.:

colours ['kʌləz] n 1. სამხ. დროშა ...

4.1.6. თუ არსებით სახელს ზმნა ოდენ მრავლობითში ან ოდენ მხოლოობითში შეეხამება, შესაბამისად მიეთითება:

bifocals [(')baɪ'fəʊkəlz] n ზმნ. მრ. რ. (იხამებს ზმნას მრავლობით რიცხვში) ...

physics ['fɪzɪks] n ზმნ. მხ. რ. (იხამებს ზმნას მხოლოობით რიცხვში) ...

4.1.7. თუ არსებითი სახელი იხამებს ზმნას როგორც მხოლოობით, ისე მრავლობით რიცხვში, შესაბამისად მიეთითება:

works2 [wɜ:ks] ზმნ. მხ. და მრ. რ. (იხამებს ზმნას მხოლოობით და მრავლობით რიცხვში) ...

4.1.8. თუ არსებითი სახელი ამა თუ იმ მნიშვნელობით მხოლოდ არტიკლთან ერთად იხმარება, ფრჩხილებში შესაბამისად მიეთითება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი არტიკლი. მაგ.:

blue [blu:] n ... 4. (the blue) ცა, ზეცა.

4.1.9. თუ არსებითი სახელი განსაზღვრების ფუნქციას ასრულებს, მისი ატრიბუტული ხმარების ნიმუშების წინ შესაბამისი არსებითი სახელის სიტყვა-სტატიაში დაისმება ნიშანი . მაგ.:

art1 ... art critic ხელოვნებათმცოდნე; art director დამდგმელი მხატვარი; ფილმის და მისთ. მხატვარი.

შინაარსი

4.2. ზედსართავი სახელი

4.2.1. ზედსართავ სახელებს ფრჩხილებში მიეთითებათ არაწესიერი წარმოების ხარისხის ფორმები. შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ფორმები წერტილ-მძიმით გამოიყოფა. მაგ.:

bad1 I [bæd] a (worse; worst) ...

4.2.2. თუ შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ფორმებს რამდენიმე ვარიანტი აქვს, ისინი ერთმანეთს მძიმით ემიჯნება. მაგ.:

far I [fɑ:] a (farther, further; farthest, furthest)

4.2.3. აღნიშნული ხარისხის ფორმები გამოტანილია ცალკე სალექსიკონო ერთეულებად თავის ადგილას ანბანის მიხედვით, სათანადო მითითებებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:

worse I [wɜ:s] a 1. bad1 I-ის compar.

4.2.4. თუ ზედსართავი სახელი ამა თუ იმ მნიშვნელობით წინადადებაში მხოლოდ პრედიკატივის ფუნქციას ასრულებს, ეს აღინიშნება აბრევიატურით predic (predicative): მაგ.:

afraid [ə'freɪd] predic a ...

შინაარსი

4.3. ზმნიზედა

4.3.1. ზმნისართებს ფრჩხილებში მიეთითებათ არაწესიერი წარმოების ხარისხის ფორმები. შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ფორმები წერტილ-მძიმითაა გამიჯნული. მაგ.:

well2 III [wel] adv (better; best) ...

4.3.2. თუ შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ფორმებს რამდენიმე ვარიანტი აქვს, ისინი ერთმანეთისაგან მძიმით გამოიყოფა. მაგ.:

far II [fɑ:] adv (farther, further; farthest, furthest) ...

4.3.3. აღნიშნული ხარისხის ფორმები გამოტანილია ცალკე სალექსიკონო ერთეულებად თავის ადგილას ანბანის მიხედვით, სათანადო მითითებებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:

better2 II ['betə] adv well2 III-ის compar.

შინაარსი

4.4. ზმნა

4.4.1. ზმნას ფრჩხილებში მიეთითება არაწესიერი წარმოების ნამყო განუსაზღვრელისა და ნამყო დროის მიმღეობის ფორმები. ეს ფორმები ერთმანეთისაგან წერტილ-მძიმითაა გამიჯნული. მაგ.:

go II [gəʊ] v (went; gone) ...

თუ ნამყო განუსაზღვრელისა და ნამყოს მიმღეობის ფორმები ერთმანეთს ემთხვევა, ფრჩხილებში მხოლოდ ერთი ფორმაა მოყვანილი. მაგ.:

shine ['ʃaɪn] v (shone) ...

თუ ნამყო განუსაზღვრელისა და ნამყოს მიმღეობის ფორმებს რამდენიმე ვარიანტი აქვს, ისინი ერთმანეთისაგან მძიმითაა გამიჯნული. მაგ.:

cleave2 [kli:v] v (clove, cleft, cleaved, clave; cloven, cleft, cleaved, clove) ...

რიგ შემთხვევაში ფრჩხილებში მიეთითებათ ნამყო განუსაზღვრელისა და ნამყოს მიმღეობის არქაული, პოეტური, დიალექტური და ამერიკული ფორმები. მაგ.:

to get II [get] v (got; ამერ., არქ. p.p. აგრ. gotten) ...

არაწესიერი წარმოების ნამყო სრულისა და ნამყოს მიმღეობის ფორმები გამოტანილია ცალკე სალექსიკონო ერთეულად თავის ადგილას ანბანის მიხედვით, სათანადო მითითებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:

went [went] go II-ის past.

gotten2 [gɒtn] ამერ., არქ. get II-ის p.p.

ცალკე სალექსიკონო ერთეულადაა გამოტანილი თავის ადგილას ანბანის მიხედვით to be, to have, to do, აგრეთვე - მოდალური ზმნების ყველა ფორმა სათანადო მითითებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:

am [æm (სრული ფორმა); əm, m (რედუცირებული ფორმა)] ზმნა to be-ს აწმყო დროის I პ. მხ. რ.

ეს ფორმები მითითებულია ზმნის ძირითად ფორმასთანაც. მაგ.:

be [bi: (სრული ფორმა); (რედუცირებული ფორმა)] v (მხ. რ. was, მრ. რ. were; been; აწმყო დრო I პ. მხ. რ. am, III პ. მხ. რ. is, II პ. მხ. რ. და I, II, III პ. მრ. რ. are; არქ. II პ. მხ. რ. აწმყო დრო art)...

4.4.2. თუ ზმნის ერთ-ერთი მნიშვნელობა მუდამ წინდებულთან ან წინდებულებთან იხმარება, სათანადო მნიშვნელობასთან ფრჩხილებში მიეთითება წინდებულები. მაგ.:

account II [ə'kaʊnt] v 1. (for) ...

4.4.3. თუ ზმნა შეიძლება იხმარებოდეს როგორც ზმნისართულ ნაწილაკთან ერთად, ისე მის გარეშეც, ეს ფრჩხილებში შემდეგნაირად არის მითითებული:

besom II ['bi:zəm] v დაგვა (აგრ. besom away, besom out).

4.4.4. თუ ზმნა რეფლექსურად (უკუქცევითად) იხმარება, ასეთი შემთხვევები ორწერტილით გამოიყოფა. მაგ.:

nerve II [nɜ:v] v ... 2) : to nerve oneself to a task ...

4.4.5. თუ ზმნა ერთ-ერთი მნიშვნელობით უპირატესად ამა თუ იმ ფორმით იხმარება (მაგ.: ვნებითი, ნამყო მიმღეობა და სხვა), მოცემულ მნიშვნელობასთან შესაბამისად მიეთითება: უპირატ. pass, ჩვეულ. pass, ხშ. p.p. და ა.შ.

შინაარსი

4.5. ნაცვალსახელი

4.5.1. ნაცვალსახელთან, გრამატიკული კატეგორიის კვალიფიკაციის გარდა, მითითებულია ნაცვალსახელის ჯგუფი (pers, poss და სხვ. იხ. ქართული შემოკლებანი). პირის ნაცვალსახელთან გრამატიკული კვალიფიკაციის შემდეგ ფრჩხილებში მითითებულია ობიექტური ბრუნვის ფორმაც. მაგ.:

he1 [hi: (სრული ფორმა); i:, , ɪ (რედუცირებული ფორმები)] pers pron (him) 1. ...

4.5.2. ობიექტური ბრუნვის ფორმები გამოტანილია ცალკე სალექსიკონო ერთეულებად თავის ადგილას ანბანის მიხედვით, სათანადო მითითებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:

him [hɪm (სრული ფორმა); ɪm (რედუცირებული ფორმა)] pers pron 1. he11-ის obj.

4.5.3. კუთვნილებით ნაცვალსახელს კი ფრჩხილებში მიეთითება აბსოლუტური ფორმა. მაგ.:

my [maɪ] poss pron (mine) ...

4.5.4. კუთვნილებითი ნაცვალსახელის აბსოლუტური ფორმა გამოტანილია ცალკე სალექსიკონო ერთეულად თავის ადგილას ანბანის მიხედვით, შესაბამისი მითითებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:

mine1 [maɪn] poss pron 1. my 1-ის abs ...

შინაარსი

4.6. რიცხვითი სახელი

ლექსიკონში რიცხვითი სახელის კატეგორია არ არის წარმოდგენილი. ჩვენ ვიზიარებთ თანამედროვე ინგლისური ენის განმარტებით ლექსიკონებსა და გრამატიკულ შრომებში ასახულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც რიცხვითი სახელი არსებითი სახელის, ზედსართავი სახელის ან ნაცვალსახელის კატეგორიას მიეკუთვნება.

შინაარსი

4.7. წინდებული და კავშირი

წინდებულისა და კავშირის სალექსიკონო სტატიაში დაწვრილებითაა აღწერილი მათი ფუნქციები. კავშირის სალექსიკონო სტატიაში რომაული ციფრებით გამოიყოფა კავშირის ტიპები.

შინაარსი

4.8. აფიქსები

პრეფიქსებისა და სუფიქსების სალექსიკონო სტატიაში, მათი სემანტიკის აღწერის გარდა, მითითებულია რამდენად პროდუქტიულია ესა თუ ის პრეფიქსი ან სუფიქსი. ლექსიკონი განასხვავებს მაღალპროდუქტიულ, პროდუქტიულ და არაპროდუქტიულ აფიქსებს.

4.8.1. აფიქსის მაღალპროდუქტიულობა ასე აღინიშნება: აწარმოებს ... -ს. მაგ.:

be1- [bɪ-] pref I აწარმოებს 1. გარდამავალ ზმნებს არსებითი სახელის ფუძიდან... bebelt...

4.8.2. აფიქსის პროდუქტიულობა ასე აღინიშნება: გვხვდება ... -ში. მაგ.:

be1- [bɪ-] II გვხვდება 1. სახელის ფუძიდან ნაწარმოებ გარდამავალ ზმნებში ... becalm...

4.8.3. თუ აფიქსი არაპროდუქტიულია, მაგრამ ადვილად გამოიყოფა ამა თუ იმ სიტყვის სტრუქტურაში, მაშინ დაიწერება: გამოიყოფა ... -ში. მაგ.:

be2- [bɪ-] pref გამოიყოფა არსებითი სახელის ფუძიდან ნაწარმოებ ზოგიერთ ზმნაში ... behead ...

თუ ერთი და იგივე აფიქსი ერთ შემთხვევაში მაღალპროდუქტიულია, ხოლო მეორე შემთხვევაში - პროდუქტიული ან არაპროდუქტიული, ასეთ შემთხვევებს შესაბამისად რომაული ნუმერაციით ვმიჯნავთ: I, II, III.

შინაარსი

4.9. გრამატიკული კვალიფიკაციები: არსებ. მნიშვნ., ზედს. მნიშვნ., შორისდ. მნიშვნ. და სხვ.

მიუთითებს სიტყვის თანდათანობით გადასვლას ერთი მეტყველების ნაწილიდან მეორეში. მაგ.:

bay5 [beɪ] a 1. წაბლისფერი; 2. არსებ. მნიშვნ. წაბლა ცხენი.

აღნიშნული გრამატიკული კვალიფიკაცია უჩვენებს, რომ ეს პროცესი (ერთი მეტყველების ნაწილიდან მეორეში გადასვლა) ჯერ არ დამთავრებულა და სიტყვას ჯერ არ შეუძენია ახალი მეტყველების ნაწილისათვის დამახასიათებელი ყველა გრამატიკული მახასიათებელი, მაგ., არსებითი სახელის შემთხვევაში - მრავლობითი რიცხვი, კუთვნილებითი ბრუნვა და სხვა.

შინაარსი

5. სხვა კვალიფიკაციები

გრამატიკული კვალიფიკაციების გარდა, ინგლისური ენის ლექსიკის ერთ ნაწილს, რომელსაც შეზღუდული ლექსიკური მნიშვნელობა აქვს და ნებისმიერ კონტექსტში არ იხმარება, ახლავს სხვა კვალიფიკაციებიც, - ძირითადად, ოთხი სახისა:

1. დროისმიერი კვალიფიკაციები (temporal labels);

2. სტილისტიკური კვალიფიკაციები (stylistic labels);

3. ადგილისმიერი კვალიფიკაციები (regional labels);

4. დარგობრივი კვალიფიკაციები (subject labels).

5.1. დროისმიერი კვალიფიკაციები. დროისმიერი კვალიფიკაცია მოძველებული, მოძვ. (obsolete, obs.) მიუთითებს, რომ მოცემული სიტყვა თანამედროვე ინგლისურში აღარ იხმარება. კვალიფიკაცია მოძვ. არის სიტყვის კვალიფიკაცია და არა იმ საგნის ან მოვლენისა, რომელიც მოცემული სიტყვითაა აღნიშნული.

დროისმიერი კვალიფიკაცია არქაული, არქ. (archaic, arch.) მიუთითებს, რომ მოცემული სიტყვა იხმარება თანამედროვე ინგლისურში, მაგრამ დღესდღეობით შემორჩენილია მხოლოდ თითო-ოროლა ან სპეციალურ კონტექსტებში. დროისმიერი კვალიფიკაცია არქ. ასევე სიტყვის კვალიფიკაციაა და არა იმ საგნისა ან მოვლენისა, რომელიც მოცემული სიტყვითაა აღნიშნული.

5.2. სტილისტიკური კვალიფიკაციები. როგორც ცნობილია, ენა მუდმივ ევოლუციას განიცდის. ის სტილისტიკური კვალიფიკაციები, რაც დღეს ეძლევა ინგლისურ სიტყვებს, დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. მეორეს მხრივ, წინამდებარე ლექსიკონი ორენოვანია და სტილისტიკური კვალიფიკაციების მითითებაც - აუცილებელი. ლექსიკონში წარმოდგენილია უფრო ზოგადი კვალიფიკაციები, რომელთა დადგენისას უპირატესად ვეყრდნობოდით თანამედროვე ლექსიკონებს (იხ. ლექსიკოგრაფიული წყაროების ნუსხა ვებ-გვერდზე margaliti.ge).

ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში გამოყენებულია შემდეგი სტილისტიკური კვალიფიკაციები:

წიგნური, წიგნ. (bookish, formal);

სასაუბრო, საუბ. (colloquial, informal);

სლენგი, სლ. (slang);

ვულგარული, ვულგ. (vulgar, obscene);

დამცრობითი, დამცრ. (derogatory);

და ა.შ. (იხ. ქართული შემოკლებანი).

5.3. ადგილისმიერი კვალიფიკაციები. ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში გამოყენებულია შემდეგი ადგილისმიერი კვალიფიკაციები:

ბრიტანული ინგლისური, ბრიტ. (British English);

ამერიკული ინგლისური, ამერ. (American English);

ავსტრალიური, ავსტრალ. (Australian);

და სხვა (იხ. ქართული შემოკლებანი).

5.4. დარგობრივი კვალიფიკაციები. ლექსიკონში გამოყენებულია შემდეგი დარგობრივი კვალიფიკაციები: ზოოლოგიური (ზოოლ.), მათემატიკური (მათ.), მუსიკალური (მუს.), ტექნიკური (ტექ.), და სხვ. (იხ. ქართული შემოკლებანი).

შინაარსი

6. მითითებანი

ინგლისური სიტყვა ან მისი რომელიმე მნიშვნელობა ლექსიკონში ყოველთვის არაა ნათარგმნი. ასეთ სიტყვას ან მნიშვნელობას ახლავს შესაბამისი მითითება მეორე სიტყვაზე ან მის ამა თუ იმ მნიშვნელობაზე.

6.1. ორთოგრაფიულ ვარიანტებს ფონეტიკური ტრანსკრიფციის შემდეგ დაესმის ტოლობის ნიშანი. მაგ.:

ancle ['æŋkl] = ankle (იხ. მართლწერა).

6.2. ტოლობის ნიშანი დაისმის აგრეთვე ინგლისური სიტყვის ამერიკული ვარიანტის წინ, რომელიც ცალკე სალექსიკონო ერთეულადაა გამოტანილი და ახლავს კვალიფიკაცია ამერ. მაგ.:

labor ['leɪbə] ამერ. = labour.

color ['kʌlə] ამერ. = colour.

6.3. ტოლობის ნიშანი წინ უძღვის მოძველებულ, ნაკლებად ხმარებულ, დიალექტურ ვარიანტებსაც, რომელთაც დაერთვის სათანადო კვალიფიკაციები. მაგ.:

antiquist [æn'ti:kwist] მოძვ. = antiquary.

sublunar [sʌb'lu:nə] იშვ. = sublunary II.

6.4.ტოლობის ნიშანი არ აერთებს სტილისტიკურ ვარიანტებს. მაგ.:

bed-sit ან bed-sitter ['bedsɪt, -͵sɪtə] საუბ. იხ. bed-sitting-room.

6.5.თუ ერთი ფუძისგან კონვერსიით ნაწარმოები რამდენიმე სიტყვა საჭიროებს იდენტურ განმარტებას, განიმარტება მხოლოდ პირველი სიტყვა, სხვები კი განუმარტავად გაიგზავნება მოცემულ სიტყვასთან. მაგ.:

sconce4 I [skɒns] n მოძვ. 1. 1) ჯარიმა (ჩვეულ. კათხა ლუდი) წესრიგის დარღვევისათვის (ოქსფორდის უნივერსიტეტის სასადილოში) ...

sconce4 II [skɒns] v მოძვ. დაჯარიმება (˂და˃აჯარიმებს) [იხ. sconce4 1 1)] …

6.6.შემოკლებული სასაუბრო ფორმები ლექსიკონში შემდეგნაირად აღინიშნება:

he'll [hi:l] he well-ის საუბ. შემოკლ.

I'd [aɪd] I had, I should და I would-ის საუბ. შემოკლ.

შინაარსი

7. თარგმანი

7.1. ინგლისური სიტყვის თარგმნისას შემდგენლების მიზანი, ცხადია, იყო მაქსიმალურად ზუსტი ქართული ეკვივალენტის დაძებნა. ამგვარი ზუსტი ეკვივალენტის არარსებობის შემთხვევაში ინგლისური სიტყვა რამდენიმე ქართული სინონიმური ვარიანტითაა გადმოღებული. რიგ შემთხვევაში ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა ბოლომდე მხოლოდ საილუსტრაციო მასალაშია გახსნილი. ინგლისური სიტყვების თარგმნისას შეძლებისდაგვარად აცილებულია დიალექტური ან მკაფიოდ გამოხატული ნაციონალური ელფერის მქონე სიტყვების ხმარება. თუ ამგვარი სიტყვები მაინც გვხვდება აქა-იქ, მათ პირველ ეკვივალენტად ნეიტრალური მნიშვნელობის მქონე სინონიმი მიეთითებათ.

7.2. როცა სიტყვა ღია სემანტიკისაა და დაზუსტებას საჭიროებს, კერძოდ, საჭიროა დაკონკრეტდეს, რა შემთხვევაში იხმარება მოცემული სიტყვა, რის შესახებ ითქმის იგი და ა.შ., ფრჩხილებში კურსივით მიეთითება ამგვარი დაზუსტება, ანუ მუდმივი სანომინაციო კონტექსტი. მაგ.:

manure II [mə'njʊə] v 1. სასუქის დაყრა (სასუქს აყრის), დანაკელება, გაპატივება (მიწისა); 2. არქ. 1) დამუშავება (ნიადაგისა); 2) ვარჯიში, წვრთნა (გონებისა).

blunt II [blʌnt] a 1. ... 2. ბუნდოვანი, მიძინებული (ითქმის გრძნობების და მისთ. შესახებ)

7.3. პრევერბები არასრულ კუთხოვან ფრჩხილებშია ˂ ˃ მოთავსებული, როცა მათი მოცილება შესაძლებელია. მაგრამ თუ პრევერბი აუცილებელია, - მის გარეშე ფუძე გაუგებარია, მაშინ პრევერბი უფრჩხილებოდ ერწყმის ზმნურ ფორმას (მაგ.: ˂გა˃კეთება, მაგრამ წაღება).

7.4. თუ სალექსიკონო ერთეული ინგლისურ რეალიას გამოხატავს და ქართულში მას შესატყვისი არ მოეპოვება, ამ შემთხვევაში იგი ან სიტყვასიტყვით ითარგმნება (მაგ.: exempt class ამერ. თავისუფალი კლასი, ან exempt monastery ისტ. თავისუფალი მონასტერი) ფრჩხილებში მოცემული მოკლე განმარტებითურთ, ან ინგლისური სიტყვა ქართულადაა ტრანსლიტერირებული, განმარტება კი ფრჩხილებშია მითითებული. მაგ.:

Hilary ['hɪlərɪ] ჰილარი (სემესტრი, რომელიც შობას იწყება და აღდგომამდე გრძელდება ოქსფორდსა და დუბლინში).

7.5. უცხო (საერთაშორისო) სიტყვები არ განიმარტება. მაგრამ რიგ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ამგვარი სიტყვა გაუგებარია საშუალო ინტელიგენტისათვის, მას ერთვის მოკლე განმარტება. მაგ.:

Maquis ['mɑ:ki:] n (pl ფორმაუცვ.) ფრანგ. 1. მაკი (მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგი პარტიზანი); ...

7.6.სინონიმური მნიშვნელობები ინგლისურ ნაწილში წილადის ხაზით იმიჯნება და ქართულად არ ითარგმნება. მაგ.:

primary / fundamental, simple / colours ძირითადი ფერები.

ასევე, თუ ქართულ ნაწილში ერთ-ერთ წევრს სინონიმი მოეპოვება, მეორე კი უცვლელია, სინონიმები წილადის ხაზით იმიჯნება. მაგ.: ბრძანების / განკარგულების გაცემა.

7.7. კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებულია არასინონიმური ვარიანტები, რომლებიც ითარგმნება. მაგ.:

bright [dark, pale, warm, dull, faded] colours ხასხასა / მკვეთრი [მუქი, ღია, ნაზი, მკრთალი, მქრქალი / გამოხუნებული] ფერები.

7.8. ინგლისური ზმნა ლექსიკონში ინფინიტივის ფორმითაა მოცემული. ქართულად იგი მასდარით, საწყისით არის გადმოცემული. ვინაიდან ქართული საწყისი ყოველთვის ვერ გვაძლევს ინგლისური ზმნის კატეგორიალურ დახასიათებას, ამიტომ საწყისს ფრჩხილებში მიეთითება სათანადო ზმნის აწმყოს ან მყოფადის (ასპექტის წარმოების პოტენციის მიხედვით) მხოლოობითი რიცხვის მესამე პირის ფორმა. ასეთი არჩევანი განაპირობა იმან, რომ ეს ფორმები მაქსიმალური მორფოლოგიური ინფორმაციის შემცველია (ასპექტი, ქცევა, გვარი). ამასთან, თუ ინგლისური ზმნის მნიშვნელობა ქართულად სინონიმური რიგითაა გადმოცემული, პირიანი ფორმა მიეთითება მხოლოდ პირველ სინონიმს. მაგ.:

favour [feɪvə] v 1. ... 2) ხელის შეწყობა (ხელს ˂შე˃უწყობს), ხელის გამართვა, დახმარება, მხარის დაჭერა.

გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სინონიმური რიგის რომელიმე წევრის საწყისი ფორმა არ ხსნის კარგად ზმნის სემანტიკას და მისი დაზუსტება პირიან ფორმას საჭიროებს. მაგ.:

hold [həʊld] v 1. დაჭერა (უჭირავს), დაკავება (უკავია)...

7.9. ინგლისური ინფინიტივის ქართულად საწყისით გადმოტანა ყოველთვის ვერ ხერხდება. ზოგჯერ საწყისი ქართულად ხელოვნურად ჟღერს. ასეთ შემთხვევაში ინგლისური ინფინიტივი ქართულად პირიანი ფორმითაა გადმოღებული და ერთვის პირობითი ნიშანი ʘ. მაგ.:

come [kʌm] v 1. ... 4. 1) ... 2) ʘ უდრის, შეადგენს; his earnings come to £ 1000 a year მისი შემოსავალი წელიწადში 1000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

7.10. თუ ინგლისური ზმნა იხმარება როგორც გარდაუვალი, ისე გარდამავალი მნიშვნელობით, ქართულ ეკვივალენტში ორივე ფორმაა წარმოდგენილი. ისინი გამიჯნულია წერტილ-მძიმით. მაგ.:

fight ბრძოლა (ებრძვის; იბრძვის).

7.11. ინგლისური ზმნა დიდი პოლისემიურობით გამოირჩევა. მისი მნიშვნელობები არ არის ერთი სტატუსისა. ლექსიკონში რომაული ნუმერაციით გამოყოფილია ზმნის ლექსიკურ-სემანტიკური ვარიანტების სამი ჯგუფი: I - თავისუფალი მნიშვნელობები; II - ლექსიკურად (IIა) ან სინტაქსურად (IIბ) განპირობებული მნიშვნელობები; III - ზმნის დესემანტიზებული მნიშვნელობები. III ჯგუფი ორ - ა და ბ ქვეჯგუფს მოიცავს: III ა ქვეჯგუფი აერთიანებს ნაწილობრივ დესემანტიზებულ მნიშვნელობებს, III ბ კი - ზმნის მთლიანად დესემანტიზებულ მნიშვნელობებს, როცა ზმნა გრამატიკულ ფორმანტადაა ქცეული.

7.12.ინგლისური მიმღეობა თარგმანში ძირითადად მიმღეობითვეა გადმოტანილი. მაგრამ თუ ქართული ეკვივალენტი ხელოვნურია, მას ენაცვლება ჰიპოტაქსური კონსტრუქცია (რომ + ზმნის პირიანი ფორმა). მაგ.:

benighted სადმე რომ შემოაღამდება.

7.13. იდიომების თარგმნისას შეძლებისდაგვარად დაძებნილია ის ქართული შესატყვისი, რომელშიც დედნის ხატოვანება შენარჩუნებული იქნებოდა. თუ ქართული შესატყვისი ლექსიკურად განსხვავდება ინგლისური იდიომისაგან, მათ შორის მიახლოებითი ტოლობის ნიშანი დაისმის. მაგ.:

to be as cross as a bear with a sorehead ცოფებს ჰყრის, თვალებიდან ცეცხლს აკვესებს;

to sell a bearskin before you've killed the bear ცაში წერო მიფრინავდა, დაბლა თლიდნენ შამფურსაო;

სადაც შესაძლებელია, ინგლისური იდიომი ნათარგმნია და შემდეგ ნიშნით მითითებულია ქართული ეკვივალენტი, რომელიც ლექსიკურად განსხვავდება ინგლისური იდიომისაგან. მაგ.:

feast today and fast tomorrow დღეს ქეიფი და ხვალ მარხვა; მთელ დღესა მოქეიფესა არა დარჩა რა ვახშმადა.

7.14. ბუნებრივია, რაც უფრო მეტი საილუსტრაციო მასალაა ლექსიკონში მოყვანილი, მით უფრო სრულფასოვანია იგი. მეორე მხრივ, მოვერიდეთ ლექსიკონის მეტისმეტად გადატვირთვას მაგალითებით. გამოვყოფთ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც საილუსტრაციო მასალის მოყვანა აუცილებლად მივიჩნიეთ.

7.14.1. ინგლისური სიტყვის მნიშვნელობის თარგმნა სხვადასხვა შესიტყვებებში ან კონტექსტებში, ქართულად სხვადასხვაგვარ თარგმანს მოითხოვს. მაგ.:

mar [mɑ:] v 1. დაზიანება (აზიანებს), გაფუჭება, დამახინჯება; serious defects mar his work სერიოზულ ნაკლოვანებათა გამო მისი ნაშრომი ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს; nothing marred our happiness ჩვენს ბედნიერებას ჩრდილს არაფერი აყენებდა; to mar one's joy სიხარულის ჩამწარება; small-pox marred her face ყვავილმა სახე დაუმახინჯა.

7.14.2. ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა ქართულად რამდენიმე სინონიმითაა გადმოცემული და ყოველი ცალკეული შესიტყვება ქართულად ერთ კონკრეტულ სინონიმს საჭიროებს. მაგ.:

infallible ... 3. გარდ[ა]უვალი, უეჭველი, უტყუარი, უდავო, უცილობელი; infallible rule გარდაუვალი კანონი; infallible proof უდავო მტკიცება; infallible success უცილობელი წარმატება; his accent is an almost infallible index of his family background and education მისი გამოთქმა მისი წარმომავლობის და განათლების უტყუარი მაჩვენებელია.

inexpugnable ... მიუდგომელი, მიუვალი, დაუძლეველი; inexpugnable walls მიუდგომელი კედლები; inexpugnable desire დაუძლეველი სურვილი.

7.14.3. სიტყვის მნიშვნელობა ბოლომდე მხოლოდ საილუსტრაციო მასალაში იხსნება. მაგ.:

come ... 8. გამოსვლა (გამოვა, გამოუვა); nothing came of the matter ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა; no good will come of it ეს კარგს არაფერს მოიტანს; 9. to come to do smth. ამა თუ იმ მოქმედების დაწყება; to come to love smb. ვისიმე შეყვარება და სხვ.

7.15. სიტყვა-სტატიაში ძირითადი მნიშვნელობების შემდეგ, ბოლოში მითითებულია ტერმინოლოგიური ხასიათის მნიშვნელობები.

შინაარსი

8. ლექსიკონში გამოყენებული სიმბოლური ნიშნები

აღნიშნავს არსებითი სახელის ატრიბუტული ხმარების შემთხვევებს.
აღნიშნავს ზმნის ხმარებას ზმნისართულ ნაწილაკებთან.
აღნიშნავს ფრაზეოლოგიურ ერთეულებს, ანდაზებსა და მისთ.
= დაისმის: ა) ორთოგრაფიულ ვარიანტებთან, აგრეთვე ერთი სტილისტიკური შრის სიტყვებს შორის, ბ) წონის, ზომისა და მისთ. სხვადასხვა სისტემების ერთეულების შედარებისას.
დაისმის მაშინ, როდესაც ინგლისურ და ქართულ ნაწილს შორის არ არის სრული ლექსიკური ან სტილისტიკური იგივეობა.
ʘ დაისმის მაშინ, როდესაც ინგლისურ და ქართულ ნაწილებს შორის არ არის სრული გრამატიკული იგივეობა, ინგლისური ზმნის ინფინიტივი ქართულად პირიანი ფორმითაა თარგმნილი.

შინაარსი

9. ინგლისური შემოკლებანი

aadjectiveზედსართავი სახელი
abs.absoluteაბსოლუტური ფორმა (კუთვნილებითი ნაცვალსახელისა)
advadverbზმნიზედა
auxauxiliaryმეშველი ზმნა
cjconjunctionკავშირი
comparcomparative degreeშედარებითი ხარისხი
conjconjunctiveმაჯგუფებელი (კავშირი)
coordcoordinativeმაერთებელი (კავშირი)
corrcorrelativeკორელაციური
demonstrdemonstrativeჩვენებითი
emphemphaticგამაძლიერებელი, ემფატიკური
etcet ceteraდა ა.შ.
impimperativeბრძანებითი
impersimpersonalუპირო
indefindefiniteგანუსაზღვრელი
infinfinitiveზმნის უპირო ფორმა, ინფინიტივი
intinterjectionშორისდებული
interinterrogativeკითხვითი
Mtmountainმთა
nnounარსებითი სახელი
nomnominativeსახელობითი (ბრუნვა)
objobjectiveობიექტური ბრუნვა (პირის ნაცვალ-სახელისა)
p.p.past participleნამყო დროის მიმღეობა
partparticleნაწილაკი
passpassiveვნებითი (გვარი), პასივი
perfperfectპერფექტი
perspersonalპირის, პირიანი
phr advphrase adverbშედგენილი ზმნიზედა
phr cjphrase conjunctionშედგენილი კავშირი
phr prepphrase prepositionშედგენილი წინდე-ბული
plpluralმრავლობითი რიცხვი
posspossessiveკუთვნილებითი
predicpredicativeპრედიკატული ხმარება
prefprefixპრეფიქსი
prepprepositionწინდებული
pres perfpresent perfectაწმყო სრული დრო
pres.p.present participleაწმყო დროის მიმღეობა
pronpronounნაცვალსახელი
reciprreciprocalურთიერთობითი
reflreflexiveუკუქცევითი
relrelativeმიმართებითი
singsingularმხოლოობითი რიცხვი
StSaintწმინდა
suffsuffixსუფიქსი
superlsuperlative degreeაღმატებითი ხარისხი
vverbზმნა

შინაარსი

10. ქართული შემოკლებანი

აბრევ.აბრევიატურაabbreviation
აგდებ.აგდებითიderogatory
აგრ.აგრეთვეalso
ავ.ავიაციაaeronautics
ავსტრალ.ავსტრალიაში ხმარებულიused in Australia
ავტ.საავტომობილო საქმეmotor transport
ალერს.საალერსოaffectionate
ამაღლ.ამაღლებულიelevated
ამერ.ამერიკული ინგლისურიAmerican English, Americanism
ანატ.ანატომიაanatomy
ანდ.ანდაზაproverb
ანთრ.ანთროპოლოგიაanthropology
არაბ.არაბული (ენა)Arabic
არსებ. მნიშვნ.არსებითი სახელის გრამატიკული მნიშვნელობითthe grammatical meaning of noun
არქ.არქაულიarchaic
არქეოლ.არქეოლოგიაarchaeology
არქიტ.არქიტექტურაarchitecture
ასტრ.ასტრონომიაastronomy
აფრ.1) აფრიკული ენებიAfrican languages
2) აფრიკაში ხმარებული სიტყვაan English word as used in Africa
აღმოს.აღმოსავლეთი, აღმოსავლურიEast
ა.შ.(და) ასე შემდეგand so on
ახ.-ზელანდ.ახალ ზელანდიაში ხმარებულიused in New Zealand
ბავშვ.ბავშვის სიტყვა ან გამოთქმაnursery word or phrase
ბანკ.საბანკო საქმეbanking
ბანქ.ბანქოcards
ბაქტ.ბაქტერიოლოგიაbacteriology
ბერძ.ბერძნული (ენა)Greek
ბიბლ.ბიბლიურიbiblical
ბიოლ.ბიოლოგიაbiology
ბიოქ.ბიოქიმიაbiochemistry
ბირჟ.ბირჟისა, საბირჟო(on the) Stock Exchange
ბოტ.ბოტანიკაbotany
ბუდ.ბუდისტურიBuddhistic
ბუღ.ბუღალტერიაbook-keeping
გადატ.გადატანით(ი) მნიშვნელობითin transferred use
გამოთვლ. ტექ.გამოთვლითი ტექნიკაcomputers and data processing
განსაკ.განსაკუთრებითespecially
გეოგრ.გეოგრაფიაgeography
გეოდ.გეოდეზიაgeodesy
გეოლ.გეოლოგიაgeology
გერმ.გერმანული (ენა)German
გზ.საგზაოroad building
გრ.გრამიgramme
გრამ.გრამატიკაgrammar
დ.დუიმიinch
დაზღვ.სადაზღვევო საქმეinsurance
დამცრ.დამცრობითიpejorative
დან.დანიური (ენა)Danish
დას.დასავლეთი, დასავლურიWest
დიალ.დიალექტურიdialectal
დიპლ.დიპლომატიური ტერმინიa term used in diplomacy
დრ.დროtense
ეგვიპ.ეგვიპტურიEgyptian
ევფ.ევფემიზმიeuphemism
ეთნ.ეთნოგრაფიაethnography
ეკლ.ეკლესიისა, საეკლესიო სიტყვა ან გამოთქმაin ecclesiastical use
ეკონ.ეკონომიკაeconomics
ელექტრ.ელექტროტექნიკაelectrical engineering
ელიპს.ელიპსურიelliptical, elliptically
ემოც.-გამაძლ.ემოციურ-გამაძლიერებელიused as intensive; in emotional use
ენტ.ენტომოლოგიაentomology
ესკიმ.ესკიმოსური (ენა)Eskimo
ესპ.ესპანური (ენა)Spanish
ვესტ.-ინდ.ვესტ-ინდოეთში ხმარებულიused in West Indies
ვეტ.ვეტერინარიაveterinary
ვულგ.ვულგარული(vulgar, obscene)
ზედს. მნიშვნ.ზედსართავი სახელის გრამატიკული მნიშვნელობითthe grammatical meaning of adjetive
ზმნ.ზმნაverb
ზმნ. მნიშვნ.ზმნის გრამატიკული მნიშვნელობითthe grammatical meaning of verb
ზმნზ. მნიშვნ.ზმნიზედის გრამატიკული მნიშვნელობითthe grammatical meaning of adverb
ზოოლ.ზოოლოგიაzoology
ზღვ.საზღვაო საქმეnautical
თანდ. მნიშვნ.თანდებულის გრამატიკული მნიშვნელობითthe grammatical meaning of preposition
თეატრ.თეატრი, თეატრმცოდნეობაtheatre
თევზ.მეთევზეობაpisciculture, fishing
თურქ.თურქული (ენა)Turkish
თურქ. ე.თურქული ენებიTurkic languages
იაპონ.იაპონური (ენა)Japanese
ინგლ.ინგლისური (ენა)English
ინდ.1) ინდური ენებიIndian languages
2) იხმარება ინდოეთშიused in India
3) ინდოეთში ხმარებული სიტყვაan English word as used in India
ინფორმ.ინფორმატიკაinformatics
ირლ.ირლანდიაში ხმარებულიused in Ireland
ირონ.ირონიულიironic
ისლ.ისლანდიური (ენა)Icelandic
ისტ.ისტორიულიhistorical
იტ.იტალიური (ენა)Italian
იურ.იურიდიული (ტერმინი)law
იშვ.იშვიათი (სიტყვა ან გამოთქმა)rare
იხ.იხილეsee
იხმ.იხმარებაused
კ.(-ები)კუნძულ(ებ)იisland(s)
კათოლ.კათოლიკურიCatholic
კანად.კანადაში ხმარებულიused in Canada
კანც.საკანცელარიო, კანცელარიულიoffice term
კგკილოგრამიkilogramme
კინ.კინემატოგრაფიისაcinema
კიცხვ.კიცხვითიcontemptuous
კმკილომეტრიkilometre
კომერც.კომერციულიcommerce
კომპ.კომპიუტერულიcomputing
კორ.კორეული (ენა)Korean
კოსმ.კოსმონავტიკაcosmonautics
კრებ.კრებითი (არსებითი სახელი)collective noun
კულინ.კულინარიაcooking, cookery
ლიტრიlitre
ლათ.ლათინური (ენა)Latin
ლანძღ.სალანძღავი სიტყვა ან გამოთქმაabusive or swear word or expression
ლექსთ.ლექსთწყობაprosody
ლინგვ.ლინგვისტიკაlinguistics
ლიტ.ლიტერატურათმცოდნეობაtheory and history of literature
ლოგ.ლოგიკაlogic
მეტრიmetre
მაგ.მაგალითადfor example
მათ.მათემატიკაmathematics
მალ.მალაიური (ენა)Malay
მგმილიგრამიmilligramme
მდ.მდინარეriver
მდაბ.მდაბიურიvernacular
მებაღ.მებაღეობაhorticulture
მედ.მედიცინაmedicine
მეტალ.მეტალურგიაmetallurgy
მეტეორ.მეტეოროლოგიაmeteorology
მეტყ.მეტყევეობაforestry
მეფუტკ.მეფუტკრეობაapiculture
მექს.მექსიკაში ხმარებულიused in Mexico
მით.მითოლოგიაmythology
მინერ.მინერალოგიაmineralogy
მისთ.(და) მისთანანიet cetera, and so on
მმმილიმეტრიmillimetre
მონად.მონადირეობაhunting
მონღ.მონღოლური (ენა)Mongolian
მრ.მრავლობითი (რიცხვი)plural
მოძვ.მოძველებული სიტყვა ან გამოთქმაobsolete word or phrase
მუს.მუსიკაmusic
მშენ.სამშენებლო საქმეbuilding
მხ.მხოლოობითი (რიცხვი)singular
ნ.-კ.ნახევარკუნძულიpeninsula
ნორვ.ნორვეგიული (ენა)Norwegian
ოპტ.ოპტიკაoptics
ოფიც.ოფიციალური ტერმინიofficial term
პ.პირიperson
პალეონტ.პალეონტოლოგიაpalaeontology
პარლ.საპარლამენტო სიტყვა ან გამოთქმაparliamentary term or phrase
პედ.პედაგოგიკაpedagogics
პოეტ.პოეტურიpoetic
პოლ.პოლონური (ენა)Polish
პოლიგრ.პოლიგრაფიაprinting
პოლიტ.პოლიტიკური ტერმინიpolitical term
პორტ.პორტუგალიური (ენა)Portuguese
რ.რიცხვიnumber
რად.რადიოტექნიკაradio
რეაქტ.რეაქტიული ტექნიკაrocketry
რელიგ.რელიგიაreligion
რიტორ.რიტორიკულიrhetorical
რკ.-გზ.რკინიგზა, სარკინიგზოrailways
რომ.რომაულიRoman
რუმინ.რუმინული (ენა)Rumanian
რუს.რუსული (ენა)Russian
ს.საუკუნეcentury
სამართ.სამართალიlaw
სამთ.სამთამადნო საქმეmining
სამხ.სამხედროmilitary
სამხრ.სამხრეთი, სამხრეთისაSouth
სამხრ.-აფრ.სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში ხმარებულიused in the Republic of South Africa
სანსკრ.სანსკრიტიSanskrit
საუბ.სასაუბრო, საუბრული (სიტყვა ან გამოთქმა)colloquial, informal
სკანდ.სკანდინავიურიScandinavian
სკოლ.სასკოლო (გამოთქმა)school (term)
სლ.სლენგიslang
ს.-მ.სოფლის მეურნეობაagriculture
სპარს.სპარსული (ენა)Persian
სპეც.ტერმინი, რომელიც გამოიყენება მეცნიერების ან ტექნიკის სხვადასხვა დარგშიterm, used in different branches of science
სპორტ.სპორტიsport
სტილ.სტილისტიკაstylistics
სტუდ.სტუდენტური (გამოთქმა)student (term)
ტელ.ტელეფონი, ტელეგრაფიtelephone, telegraph
ტელევ.ტელევიზიაtelevision
ტექ.ტექნიკურიtechnical
ტოპ.ტოპოგრაფიაtopography
ტყავ.ტყავის მრეწველობაtanning
უმართ.უმართებულო (ფორმა)used erroneously
უნგრ.უნგრული (ენა)Hungarian
უნივ.საუნივერსიტეტო (გამოთქმა)university (term)
უპირატ.უპირატესადchiefly
უხეშ.უხეშიcoarse
ფარმაკ.ფარმაკოლოგიური ტერმინიpharmacy
ფეიქრ.საფეიქრო საქმეtextile
ფერწ.ფერწერაpainting
ფიზ.ფიზიკაphysics
ფიზიოლ.ფიზიოლოგიაphysiology
ფილოლ.ფილოლოგიაphilology
ფილოს.ფილოსოფიაphilosophy
ფინ.საფინანსო ტერმინიfinance
ფინურ.ფინური (ენა)Finnish
ფოლკ.ფოლკლორიfolklore
ფონეტ.ფონეტიკაphonetics
ფორმაუცვ.ფორმაუცვლელი
ფოტ.ფოტოგრაფიაphotography
ფრანგ.ფრანგული (ენა)French
ფსიქოლ.ფსიქოლოგიაpsychology
ქ.ქალაქიtown, city
ქდ.ქედიmountain range
ქიმ.ქიმიაchemistry
ქურდ. სლ.ქურდული სლენგიthieves' cant
შდრ.შეადარეcompare
შემოკლ.შემოკლებულიabbreviated
შვედ.შვედური (ენა)Swedish
შორისდ. მნიშვნ.შორისდებულის გრამატიკული მნიშვნელობითthe grammatical meaning of interjection
შოტლ.შოტლანდიაში ხმარებულიused in Scotland
ჩვეულ.ჩვეულებრივusually
ჩვ. წ.ჩვენი წელთაღრიცხვითAnno Domini
ჩინ.ჩინური (ენა)Chinese
ჩრდ.ჩრდილოეთი, ჩრდილო(ური)North
ძვ. ბერძ.1) ძველბერძნული ენაAncient Greek
2) ძველ საბერძნეთთან დაკავშირებულიreferring to Ancient Greece
ძვ. ებრ.ძველებრაულიHebrew
ძვ. ირლ.ძველირლანდიურიOld Irish
ძვ. რომ.ძველ რომთან დაკავშირებულიreferring. to Ancient Rome
ძვ. წ.ძველი წელთაღრიცხვითBefore Christ, B.C.
წ.წელიyear
წიგნ.წიგნური სიტყვაbookish, formal
წინდ. მნიშვნ.წინდებულის მნიშვნელობითthe grammatical meaning of preposition
წწ.წლებიyears
ჭადრ.საჭადრაკო ტერმინიchess-term
ხატოვნ.ხატოვანიfigurative
ხელოვნ.ხელოვნებაart
ხმაბაძვ.ხმაბაძვითიonomatopoetic word
ხუმრ.ხუმრობითი, სახუმაროjocular
ხშ.ხშირადoften
ჰელმ.ჰელმინთოლოგიაhelminthology
ჰერალდ.ჰერალდიკაheraldry
ჰიდრ.1) ჰიდროლოგიაhydrology
2) ჰიდროტექნიკაhydraulic engineering
ჰოლ.ჰოლანდიური (ენა)Dutch

შინაარსი

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0100