ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sweep II verb
[swi:p]
ბეჭდვა
(swept)

1. ˂და˃გვა (˂და˃გვის), ˂და˃ხვეტა; გამოგვა, გამოხვეტა; გასუფთავება, გაწმენდა (იატაკისა, საკვამურისა და მისთ. – ცოცხით, ჯაგრისით და სხვ.) [იხ. აგრ. ]; to sweep the floor იატაკის დაგვა; he swept the path in front of the house მან სახლის წინ ბილიკი დაგავა; I'm going to sweep the leaves off the path მინდა ბილიკიდან ფოთლები გადავგავო; the showroom had been emptied and swept clean სადემონსტრაციო დარბაზი დაცალეს და სუფთად დაგავეს / გამოგავეს; the chimney needs sweeping საკვამური გასაწმენდია;

2. 1) ხელის და სხვ. მოსმით გადაყრა (˂გადა˃ყრის), მიყრა, საითკენმე წაღება და ა.შ. (რისამე ზედაპირიდან); I swept the papers quickly into the drawer ხელის ერთი მოსმით ქაღალდები სწრაფად ჩავყარე მაგიდიდან უჯრაში; he swept the books angrily off the table გაბრაზებულმა, მან წიგნები ხელის ერთი მოსმით მაგიდიდან გადაყარა; she swept the crumbs into the wastebasket მან ნამცეცები მაგიდიდან სანაგვე კალათში გადაყარა / გადაფერთხა; he swept the leaves up into a pile მან ფოთლები ერთ გროვად მიგავა / მიყარა;

2) თმის გადაწევა (˂გადა˃სწევს, ˂გადა˃იწევს), გადავარცხნა; her hair was swept back from her face ქალს თმა სახიდან უკან ჰქონდა გადაწეული / გადავარცხნილი;

3. ხელის და სხვ. მოქნევა (˂მო˃იქნევს), გაქნევა; he rushed to greet her, sweeping his arms wide იგი ქალის შესახვედრად გაექანა და მკლავები / ხელები ფართოდ გაშალა;

sweep I sweeper

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0117